ესსეების კონკურსის "საქართველოს ევროპული მომავალი“ ლაურეატების დაჯილდოება [fr]

პარასკევს, 21 მაისს, "ევროპის უნივერსიტეტში", უნივერსიტეტის, საფრანგეთის საელჩოსა და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მიერ ორგანიზებული ესსეების კონკურსის გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.

მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებმა მთელის ქვეყნის სხვადასხვა სკოლიდან მონაწილეობა მიიღეს კონკურსში თემაზე "საქართველოს ევროპული მომავალი“, რომელიც "ევროპის დღეები 2021“-ის ფარგლებში ჩატარდა.

საერთაშორისო ურთიერთობები, ისტორია, ლიტერატურა, დემოკრატია, ადამიანის უფლებები და კანონის უზენაესობა: ასამდე სტუდენტს საშუალება ჰქონდა ემსჯელა საქართველოს ევროპული ოჯახის წევრობაზე სხვადასხვა სფეროში.

ცერემონიაზე ევროპის უნივერსიტეტმა შემდეგი სამი ლაურეატი დააჯილდოვა :

I ადგილი - ხატია ბალხამიშვილი, კასპიდან,

II ადგილი - ელენე პეტროსიან, ასპინძიდან,

III ადგილი - ნინო ხიდაშელი, თბილისიდან.

ორ კანდიდატს კი, რომელთა ნაშრომებიც საერთაშორისო ურთიერთობების ცოდნით გამოირჩეოდა, სპეციალური პრიზი "საფრანგეთის საელჩოს რჩეული" მიენიჭა და მათ ერთი დღით საქართველოში საფრანგეთის საელჩო უმასპინძლებს :

1. ირაკლი კეთილაძე, თბილისიდან,
2. ანანო ჯაფარიძე, მესტიიდან.

ღონისძიების ფარგლებში, საქართველოში საფრანგეთის ელჩს დიეგო კოლასს "ევროპის უნივერსიტეტის" საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა.

ღონისძიებას მუსიკალურად აფორმებდა საფრანგეთის კომპოზიტორთა ასოციაციის წევრი, კომპოზიტორი, პიანისტი - ნიკა ნიკვაშვილი, სოპრანო - მარიამ როინიშვილი და თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის ორკესტრი, კამერული შემადგენლობით.

დაჯილდოების ცერემონიას ესწრებოდნენ არაერთი ევროპელი დიპლომატი, განათლებისა სამინისტროსა და ევროპის უნივერსიტეტის წარმომადგებლები. აღსანიშნავია, რომ ღონისძიება კოვიდ რეგულაციების მკაცრი დაცვით ჩატარდა.

ესსეების კონკურსის ლაურეატების დაჯილდოება
ესსეების კონკურსის ლაურეატების დაჯილდოება
ფოტო: ევროპის უნივერსიტეტი

გამოქვეყნებულია 07/06/2021

გვერდის დასაწყისი