ვახტანგ სეხნიაშვილისათვის საპატიო ლეგიონის ორდენის გადაცემა

JPEG
საქართველოში საფრანგეთის ელჩის, მისი აღმატებულება ბატონი ფილიპ ლეფორის სიტყვა, ბატონ ვახტანგ სეხნიაშვილისთვის საპატიო ლეგიონის ორდენით დაჯილდოებასთან დაკავშირებით.

ქალბატონო და ბატონო მინისტრებო, ძვირფასო ფრანგო და ქართველო მეგობრებო !

ბატონო ვახტანგ !

დღეს წილად მხვდა პრივილეგია გადმოგცეთ საფრანგეთის რესპუბლიკის უმაღლესი ჯილდო,საპატიო ლეგიონის ეროვნული ორდენი.

წინააღმდეგობის მოძრაობაში, სადაც « მეთაური ვანია »-ს ფესვდონიმით იყავით ცნობილი, საფრანგეთისათვის თქვენ მიერ გაწეული განსაკუთრებული სამხედრო დამსახურებების აღწერისათვის სხვა სიტყვების ძებნას არ დავიწყებ, მოვიშველიებ თქვენივე სამხედრო მეთაურების სიტყვებს.

საბრძოლო რაზმის წინ დაჯილდოებისას არმიის გენერალი კოენინგი თქვენ გახასიათებდათ, როგორც «სიმკვირცხლით სავსე ოფიცერს, რომელმაც ქალაქ კარმოსათვის ბრძოლაში გამოიჩინა თავი » და « უდიდესი სიმამაცე აჩვენა ჟუკევიელისა და სენ-სიურ-პრისის შეტაკებებში ».
JPEG
1942 წელს უკრაინის ფრონტზე ტყვედ ჩავარდნის შემდეგ თქვენ მოხვდით სამხრეთ საფრანგეთში, სადაც საბჭოთა ტყვეებს მაღაროებში ამუშავებდნენ და საიდანაც გაიქეცით. მაშინ თქვენ პოლონელ გაქცეულ ჯარისკაცთა მეშვეობით წინააღმდეგობის მოძრაობას დაუკავშირდით. შემდეგ შეუერთდით მუშათა და ემიგრანტთა პარტიზანულ მოძრაობას, რომელმაც არაჩვეულებრივი საგმირო საქმეებით გამოჩინა თავი.

1944 წლის 4 აგვისტოს ღამეს თქვენ ხელმძღვანელობდით ოპერაციას 161 ქართველი ტყვის გასათავისუფლებლად. გათავისუფლებული ქართველი ჯარისკაცები აღნიშნული პარტიზანული მოძრაობის 4214-ე რაზმს შეუერთდნენ შემდეგ საფრანგეთის წინააღმდეგობის მოძრაობის ქართული ბატალიონის მთავარ ძალას წარმოადგენდნენ თქვენი მეთაურობით.

ამ ღირსშესანიშნავ ქმედებას მოჰყვა ინტენსიური რეპრესიები, რომლის განმავლობაშიც მოკლეს წინააღმდეგობის მოძრაობის 30 მონაწილე, დაწვეს და დახვრიტეს ათიოდე მოქალაქე. თქვენ კვლავაც დიდი გმირობა გამოჩინეთ, როდესაც მოახერხეთ თქვენი ამხანაგების გაქცევა და ალყის გარღვევა.

1944 წლის 18 აგვისტოს თქვენ მონაწილეობა მიიღეთ ქალაქ კარმოს გათავისუფლებისათვის...ბრძოლაში, სადაც ხალხმა ხელში აგიტაცათ და რომლის საპატიო მოქალაქეც გახდით.

თქვენ მოგენიჭათ საფრანგეთის არმიის კაპიტნის წოდება, მაგრამ არ გააგრძელეთ სამხედრო კარიერა თქვენს მეორე სამშობლოში და საქართველოში დაბრუნება გადაწყვიტეთ, რითაც პატრიოტიზმი და ერთგულება დაამტკიცეთ. საქართველოში ჯერ გმირად, ხოლო 1947 წლის პოლიტიკური წმენდის დროს « იმპერიალიზმის აგენტად » იქენით გამოცხადებული და 20 წლით პატიმრობა მოგესაჯათ. პატიმრობას თავი დააღწიეთ 1953 წელს, სტალინის სიკვდილის შემდეგ, როდესაც თქვენი საქმე გადაისინჯა.

ყველა ამ განსაცდელის მიუხედავად თქვენ შეძელით თქვენი პირველი და მეორე სამშობლოს, საქართველოსა და საფრანგეთის ერთგული დარჩენილიყავით. აი ამის დაფასება მოისურვა ჩემი ქვეყნის მთავრობამ 60 წლის შემდეგ იმ კოლექტიური კატასტროფიდან, რომელსაც მეორე მსოფლიო ომი ჰქვია. თქვენი მამაცობით, თავგანწირვითა და თავდადებით ყველა კონტინენტის მამაც ადამიანებთან ერთად საფუძველი ჩაუყარეთ შერიგებულ, თავისუფალ და სოლიდარულ ევროპას, რომელსაც დღეს ვიცნობთ,საფრანგეთსა და გერმანიის მეგობრობაზე დაფუძნებულს. თქვენ დიდი დამსახურება მიგიძღვით როგორც საფრანგეთის, ისე ევროპის წინაშე.
JPEG

ბატონო ვახტანგ, საფრანგეთის რესპუბლიკის სახელით განიჭებთ საპატიო ლეგიონის კავალერის წოდებას.

სამხედრო სამსახურის დეტალური აღწერილობა, რამაც დაჯილდოვება განაპირობა

არმიის გენერალმა კოენინგმა, ბრიგადის წინაშე დაჯილდოებისას, ის მოიხსენია როგორც "სიმკვირცხლით გამორჩეული ოფიცერი, რომელმაც თავი ქალაქ კარმოს ბრძოლებში გამოიჩინა", და "უდიდესი სიმამაცე აჩვენა ჟუკევიელისა და სენ-სიურ-პრისის შეტაკებებში ". ვახტანგ სეხნიაშვილი - პარტიზანულ მოძრაობაში მეთაურ ვანიად წოდებული - დაჯილდოებულია ბრინჯაოს ვარსკვლავიანი მედლით, მებრძოლის მედლით, პარტიზანების მედლით (სამხედრო სამსახური და მოხალისედ წასვლა) და ერის მადლიერების ჯილდოთი.

1942 წელს, უკრაინის ბრძოლებში გერმანულ არმიასთან ტყვედ ჩავარდნილი, მანამდე ტანკისტი, მას ერთი და იგივე ეროვნული ნიშნით დაკომპლექტებულ საბჭოთა ტყვეებისგან შემდგარ სამუშაო რაზმში ძალით ჩარიცხავენ. ის მტრის ძალებთან ერთად გადაკვეთს ევროპას, კერძოდ კი მონაწილეობს ატლანიტიკის ოკეანის კედლის მშენებლობაში, სანამ ოკუპირებულ კარმოსა და ჟორესს მიადგებიან.

1944 წლის ივლისში, მაშინ როცა საბჭოთა ტყვეებს მაღაროებში სამუშაოდ იყენებენ, ვახტანგ სეხნიაშვილი გერმანელების წინააღმდეგ შექმნილი მზარდი სირთულეებით სარგებლობს და სხვა საბჭოელ ტყვეებთან ერთად გარბის. პოლონელი დეზერტირების წყალობით ის პარტიზანულ მოძრაობას უკავშირდება.

იმავე წლის ივლისის შუა რიცხვებში, ის უერთდება მუშათა და ემიგრანტთა პარტიზანულ მოძრაობას (MOI), სადაც უცხოელი პარტიზანები არიან გაერთიანებულნი და დაუყოვნებლივ მონაწილეობს სხვა მრავალ ტყვეობაში დარჩენილი საბჭოელების გაქცევის ორგანიზებაში. 4 აგვისტოს, ღამით ჩატარებული ოპერაციის შედეგად, სადაც რამდენიმე გერმანელი ოფიცერი და უნტერ-ოფიცერი დაიღუპა და ტყვედ ჩავარდა, მან 161 ქართველი ტყვეობიდან იხსნა და MOI -ის 4214-ე რაზმის რიგები ახალი კადრებით გაამდიდრა.

ოცდაათი პარტიზანი დაიღუპა და ათამდე მშვიდობიანი მოქალაქე დაიწვა და მოკლული

publie le 11/10/2005

hautdepage