ვიზიტი ქვის მთლელთა « საველე სკოლაში »

ბ-ნი პასკალ მენიე, საფრანგეთის ელჩი საქართველოში და ბ-ნი ჟან-ივ ლავუარი, ამავე საელჩოს მრჩეველი თანამშრომლობისა და კულტურულ ღონისძიებათა საკითხებში, 2017 წლის 5 ოქტომბერს, ქვის მთლელთა « საველე სკოლას » ეწვივნენ ბ-ნი მიხეილ გიორგაძის, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის, ბ-ნი დავით ნარმანიას, თბილისის მერის, ბ-ნი მიხეილ სარჯველაძის, იუსტიციის მინისტრის მოადგილისა და პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძის თანხლებით.

JPEG - 140.7 ko
M. Pascal Meunier et M. Jean-Yves Lavoir en compagnie de M. Mikheil Giorgadze, Ministre de la Culture et de la Protection des monuments et le Protopresbytre Giorgi Zviadadze/ბ-ნები პასკალ მენიე და ჟან-ივ ლავუარი ბ-ნ მიხელ გიორგაძესთან, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრთან და პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძესთან ერთად.

ქვის მთლელთა « საველე სკოლას », რომელსაც დარგის პროფესიონალი ბ-ნი ჟან-ლუ ანკარი ხელმძღვანელობს და რომელიც ცხრა ქართველ სტაჟიორს აერთიანებს, 2017 წლის აპრილიდან, თბილისში საფრანგეთის საელჩოს ტერიტორია მასპინძლობს. ეს პროექტი, რომელსაც « ფრანკოფონ მერთა საერთაშორისო ასოციაცია » და თბილისის განვითარების ფონდი აფინანსებენ, წარმოადგენს ქვის თლის სწავლებას პრაქტიკული და თეორიული კურსის შერწყმით. მისი მიზანია ახალგაზრდა და ზრდასრული ადამიანების ორიენტაცია ინდივიდუალური განვითარებისკენ, სოციალური ჩართულობისკენ, პროფესიების აღმოჩენისკენ, პროფესიული ცხოვრების დაუფლებისკენ, კვალიფიკაციასა და დასაქმების ხელმისაწვდომობისკენ.

JPEG - 229.8 ko
Rencontre avec le dirigeant du chantier-école M. Jean-Loup Hanquart/შეხვედრა ბ-ნ ჟან-ლუ ანკართან საველე სკოლის ხელმძღვანელთან.

« საველე სკოლა » 2017 წლის ოქტომბერში სრულდება. მისი მონახულება მიზნად ისახავდა აღნიშნული პროექტის შეჯამებას და მისი განვითარების პერსპექტივებზე დაფიქრებას 2018 წლისათვის, ისეთი საწარმოს შექმნის შესაძლებლობით, რომელიც ატელიესა და რესტავრაციის სამუშაოებზე იქნებოდა ორიენტირებული.

JPEG - 163.2 ko
M. Pascal Meunier et M. David Narmania/ბ-ნი პასკალ მენიე და ბ-ნი დავით ნარმანია
JPEG - 127.1 ko
Réalisation des tailleurs de pierre/ქვის მთლელთა ნამუშევარი.

გამოქვეყნებულია 20/10/2017

გვერდის დასაწყისი