ვიზიტი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში [fr]

2020 წლის 17 და 18 თებერვალს, მიგრაციის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობისა და საქართველოთვის უვიზო რეჟიმის ამოქმედების შემდგომი მონიტორინგის ფარგლებში, საფრანგეთის საელჩოს შიდა უსაფრთხოების სამსახურმა მოაწყო ქუთაისის აეროპორტის ვიზიტი.

ეს თანამშრომლობა გამომდინარეობს საფრანგეთის და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრებს შორის მიგრაციის საკითხზე მიღებული სამოქმედო გეგმიდან. თანამშრომლობაში მნიშვნელოვნად ჩართულია ევროკავშირიც.

გასული წლის დეკემბერში, თბილისში, უვიზო რეჟიმის მოქმედების საკითხზე გამართული საერთაშორისო კონფერენციის დროს შეთანხმებული გეგმის შესაბამისად, საფრანგეთის ელჩი ბატონი დიეგო კოლასი ევროპის ქვეყნების, კერძოდ ევროკავშირის დელეგაციის, საბერძნეთის და ნიდერლანდების წარმომადგენელთა თანხლებით ეწვია ტერმინალს. ვიზიტს აგრეთვე ესწრებოდნენ საფრანგეთის სასაზღვრო პოლიციის მთავარი სამმართველოს ექსპერტი, ფრანგული ოპერატორის Civipol-ის მიერ მხარდაჭერილი ევროპული პროექტის Prometheus-ის ჯგუფი, მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის და სააგენტო Frontex-ის წარმომადგენლები.

ვიზიტი იყო აეროპორტის პოლიციის და საქართველოს სამოქალაქო ავიაციის ხელმძღვანელებთან შეხვედრის შესაძლებლობა აეროპორტის გაფართოების პროექტის განსახილველად. გარდა ამისა, დელეგაცია დაესწრო ევროპის რამდენიმე მიმართულებით, მათ შორის ბოვეს (საფრანგეთი) მიმართულებით მიმავალ მგზავრთა წინასწარი კონტროლის პროცედურას, რომელმაც გამოავლინა საქართველოს ხელისუფლების მიერ ამოქმედებული სისტემის სიმტკიცე და გამართულობა და სააგენტო Frontex-ის ევროპელი ექსპერტების მიერ გაწეული დახმარება, რათა დაცული იყოს შენგენის რეგულაციები მოკლევადიანი ვიზებისგან გათავისუფლების რეჟიმის ფარგლებში.

JPEG - 119.9 ko
ვიზიტი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში

გამოქვეყნებულია 12/03/2020

გვერდის დასაწყისი