ვიზიტი წეროვანის დევნილთა სოფელში

პარასკევს, 1 აპრილს, ბ-ნი პასკალ მენიე, საფრანგეთის ელჩი საქართველოში, წეროვანში, თბილისთან ახლოს, 2008 წლის ომის შემდეგ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილი მოსახლეობისთვის შექმნილი ჩასახლების მოსანახულებლად გაემგზავრა. ვიზიტი განხორციელდა ბ-ნი გრიგოლ გიორგაძის, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის პირველი მოადგილისა და ბ-ნი ნუგზარ თინიკაშვილის, ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებლის თანხლებით.

JPEG - 4.9 Mo
Visite au peuplement de Tserovani/ვიზიტი წეროვანის დევნილთა ჩასახლებაში
JPEG - 1.6 Mo
Visite au peuplement de Tserovani/ვიზიტი წეროვანის დევნილთა ჩასახლებაში

ამ უკანასკნელებმა ელჩს ჩასახლების შექმნის მოკლე ისტორიული რაკურსი და პირობები გააცნეს და ასევე ისაუბრეს ახალგორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული მდგომარეობის შესახებ, რომლის სოფლების უმეტესობა რუსული ჯარის მიერაა ოკუპირებული. ბ-ნი პასკალ მენიე დევნილი მოსახლეობის ცხოვრების დონით ეკონომიკურ და სოციალურ ჭრილში დაინტერესდა, ისევე როგორც წეროვანის მცხოვრებთა კონკრეტული პრობლემებით.

JPEG - 3.4 Mo
L’Ambassadeur visite le service d’état civil de Tserovani/ელჩი წეროვანის სამოქალაქო რეესტრის სამსახურში

გარდა იქ არსებული საჯაროს სამსახურებისა, ელჩი ესტუმრა ქაღალდის გადამამუშავებელ ქარხანას, რომელსაც წეროვანის მაცხოვრებლები ჰყავს დასაქმებული.

JPEG - 3.4 Mo
Visite à l’entreprise de production de papier/ვიზიტი ქაღალდის საწარმოში

ვიზიტის დასასრულს, ბ-ნი მენიე და მისი ქართველი მასპინძლები ახალგორის მახლობად მდებარე სადემარკაციო ხაზთან იმყოფებოდნენ.

JPEG - 3.4 Mo
Près de la ligne de démarcation d’Akhalgori/ახალგორთან მდებარე სადემარკაციო ხაზთან

publie le 04/04/2016

hautdepage