ზომები საზღვარგარეთ ფრანგული განათლების განვითარების სასარგებლოდ [fr]

2018 წლის 20 მარტს, საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა საფრანგეთის ინსტიტუტში ფრანგული ენისა და მრავალენობრიობის სტრატეგია წარადგინა. მან მიზნად დაისახა, 2030 წლისთვის, საზღვარგარეთ ფრანგული სკოლების მოსწავლეების რიცხვის გაორმაგება.

ამჟამად, საზღვარგარეთ, 139 ქვეყნის 522 ფრანგულ სასწავლო დაწესებულებაში 370 000 მოსწავლე ირიცხება. მოსწავლეების 35% საზღვარგარეთ მცხოვრები ფრანგია, ხოლო 65% - უცხოელია, რომელთა ოჯახებმაც მათი შვილებისთვის ფრანგულ განათლებაზე გააკეთეს არჩევანი.

ეს ფართო საგანმანათლებლო ქსელი საფრანგეთის საერთაშორისო პრესტიჟს უწყობს ხელს და ფრანგული პედაგოგიური დახელოვნების უმაღლეს დონეზე მეტყველებს.

საფრანგეთის ევროპისა და საგარეო საქმეთა და ნაციონალური განათლებისა და ახალგაზრდობის სამინისტროებმა, განათლების სხვა და სხვა სუბიექტებთან ერთობლივი მუშაობით, შეიმუშავეს ზომები მოსწავლეთა რიცხვის გაორმაგებისა და განათლების ხარისხის გაძლიერების ამბიციური მიზნების განსახორციელებლად.

ახალი ბიძგი საზღვარგარეთ ფრანგული სკოლების ქსელისთვის


საზღვარგარეთ ფრანგული განათლების განვითარების გეგმის ოთხი მიმართულება :
  • პედაგოგიური და საგანმანათლებლო შეთავაზების მიმზიდველობის ზრდა ;
  • არსებული ქსელის განვითარება და ახალი სკოლების შექმნის ხელშეწყობა ;
  • ოჯახების უკეთესი ჩართვა დაწესებულებების ცხოვრებაში ;
  • საგანმანათლებლო ქსელის უფრო აქტიური დახმარება ჩვენი დიპლომატიის სასიკეთოდ.

1. პედაგოგიური და საგანმანათლებლო შეთავაზების მიმზიდველობის ზრდა:

მოსწავლეთა უფრო დიდი რაოდენობით მოზიდვის მიზნით, აუცილებელია ფრანგული პედაგოგიური და საგანმანათლებლო შეთავაზებისთვის ფასის დადება.

ჩვენი უპირველესი აქტივი ახალი საშუალო განათლების ატესტატია. ის უფრო მეტად გასაგებია და შეესაბამება ადგილობრივ საგანმანათლებლო და საუნივერსიტეტო სისტემებს. მასში შეთავსებულია ტრადიციული ფრანგული მოდელის თვისებები და სხვა სისტემების უპირატესობები, აძლევს რა ინიციატივის ფართო საშუალებას მოსწავლეებს საკუთარი განათლების არჩევისას. ამიერიდან, საზღვარგარეთ ფრანგული საგანმანათლებლო ქსელის ატესტატების მფლობელები უკეთესად იქნებიან მომზადებულნი უმაღლესი განათლების მისაღებად საფრანგეთსა თუ საზღვარგარეთ.

ენების სწავლება ძლიერი მხარეა ფრანგული საგანმანათლებლო დაწესებულებებისა, რომლებმაც მრავალენობრიობას უკვე დიდი ხანია მიანიჭეს უპირატესობა. უკვე არსებობს უცხო ენების სწავლების ადაპტირებული და გაძლიერებული შესაძლებლობები, საბავშვო ბაღის დონიდან მაღალ კლასებამდე. ისინი მაქსიმალურად ფართოდაა გავრცელებული სასკოლო დაწესებულებებში. საშუალო და მაღალ კლასებში ასევე შეიქმნება ახალი საერთაშორისო სექციები, ვეროპული და აღმოსავლური ენების გაღრმავებული
სწავლების მიზნით.

საზღვარგარეთ ფრანგული საგანმანათლებლო დაწესებულებები მოწოდებულები არიან გახდნენ, უფრო მეტად ვიდრე დღეს, ინოვაციური ლაბორატორიები ციფრული განათლების სფეროში. ქსელის ყველა სკოლაში განვითარდება « ციფრული ტექნოლოგიებისა და ინფორმატიკის » სწავლება. ყველა დაწესებულებისთვის ხელმისაწვდომია პლატფორმაზე France Education თავმოყრილი ხარისხიანი ციფრული პედაგოგიური რესურსები ფრანგულ ენაზე.

2. არსებული ქსელის განვითარება და ახალი სკოლების შექმნის ხელშეწყობა

მოსწავლეთა მიღების პოტენციალი გაიზრდება არსებული ქსელის გაფართოებითა და ახალი სკოლების გახსნით.

სასწავლო დაწესებულების სერთიფიცირების პროცედურა გამარტივდება. სერთიფიცირება ადასტურებს, რომ სასწავლო დაწესებულებები მუშაობენ ფრანგული ნაციონალური განათლების პრინციპების, პროგრამებისა და პედაგოგიური საორგანიზაციო სტრუქტურის შესაბამისად. გამარტივდება სწავლების ახალი დონეებისა და ახალი სასწავლო დაწესებულებების შექმნა, შენარჩუნდება რა მაღალი პედაგოგიური დონისა და ხარისხის მოთხოვნა.

კვალიფიცირებული მასწავლებლების მომზადება, იქნება ეს ნაციონალური განათლების სისტემის კადრებისა თუ ადგილობრივად დაქირავებულთა, სწავლების უმაღლესი დონის გარანტიაა. საზღვარგარეთ ფრანგული განათლების განვითარების გეგმა ითვალისწინებს მომზადების ახალი მექანიზმების შექმნას, როგორიცაა საზღვარგარეთ ფრანგულ საგანმანათლებლო სისტემაში მუშაობის მომზადების სერთიფიკატი ან საზღვარგარეთ მომზადების რეგიონული ცენტრები.

3. ოჯახების უკეთესი ჩართვა დაწესებულებების ცხოვრებაში

ოჯახებთან ურთიერთობა მეტად მნიშვნელოვანია სასწავლო დაწესებულებების ცხოვრებაში. ის გაძლიერდება მოსწავლეთა მშობლების უფრო მეტად ჩართვით საზღვარგარეთ ფრანგული განათლების მართვაში, როგორც ადგილობრივ (თვითოეულ დაწესებულებაში) ისე ეროვნულ დონეზე (საზღვარგარეთ ფრანგული განათლების სააგენტოს (AEFE) სამეთვალყურეო საბჭო).

4. საგანმანათლებლო ქსელის უფრო აქტიური დახმარება ჩვენი დიპლომატიის სასიკეთოდ:

ყველა დიპლომატიური და კულტურული დაწესებულება ამ პროექტის მონაწილეა.

საზღვარგარეთ ფრანგული განათლების სააგენტო (AEFE) არის სახელმწიფო ოპერატორი საზღვარგარეთ ფრანგული განათლების საკითხებში. მას აქვს ქსელის განვითარების დამხმარე სამსახური (SADR), რომელიც ეხმარება სახელმწიფო ან კერძო ინვერსტორებს, რომელთაც სურთ განავითარონ სასწავლო პროექტი ფრანგული სასკოლო პროგრამების შესაბამისად. ამ სამსახურის როლი ქსელის განვითარების დახმარების კუთხით გაძლიერდება.

საფრანგეთის საელჩოები ქსელის განვითარების კოორდინატორები იქნებიან ადგილობრივად. ისინი განახორციელებენ საზღვარგარეთ ფრანგული განათლების განვითარების ადგილობრივ გეგმებს, რომლებიც ადგილობრივ კონტექსტთან იქნება ჰარმონიაში. დიპლომატიური დაწესებულებები ადგილობრივ დონეზე შეთავაზებისა და მოთხოვნის ანალიზს გააკეთებენ და თვალყურს მიადევნებენ, რომ საგანმანათლებლო დაწესებულებების განვითარება იყოს ჰარმონიული და შენარჩუნდეს სწავლის ხარისხი.

ყოველწლიურად, საზღვარგარეთ ფრანგული განათლების საორიენტაციო საბჭო შეიკრიბება საფრანგეთის ევროპისა და საგარეო საქმეთა მინისტრის, ნაციონალური განათლებისა და ახალგაზრდობის მინისტრის, ასევე საზღვარგარეთ ფრანგული განათლების სუბიექტების მონაწილეობით.

5. რესურსები საზღვარგარეთ ფრანგული განათლების განვითარებისთვის

შესაბამისი სახსრებია გამოყოფილი დაწესებულებების ქსელის, სწავლების უმაღლესი ხარისხისა და სასწვალო დაწესებულებების ოპტიმალური განვითარების უზრუნველსაყოფად.

გაძლიერდება ადამიანური რესურსი, კერძოდ ნაციონალური განათლების სამინისტროს დამატებით 1000 თანამშრომელი იქნება წარგზავნილი 2030 წლამდე, ჯამში ეს ციფრი 10 000 მიაღწევს.

დამატებითი საბიუჯეტო სახსრები - 25 მილიონი ევრო გამოიყოფა სახელმწიფოს მიერ საზღვარგარეთ ფრანგული განათლების სააგენტოსთვის.

გამოქვეყნებულია 07/10/2019

გვერდის დასაწყისი