თავდაცვისა და სამხედრო თანაშრომლობის ფრანგულ-ქართული შერეული კომისიის რიგით მეხუთე შეხვედრა

თავდაცვისა და სამხედრო თანამშრომლობის ქართულ-ფრანგული ორმხრივი შერეული კომისიის რიგით მეხუთე შეხვედრა შედგა თბილისში, 2006 წლის 16-20 ოქტომბერს.
JPEG

საფრანგეთის დელეგაციას ხელმძღვანელობდა კონტრ-ადმირალი სომონი, საფრანგეთის არმიის გენერალური შტაბის საერთაშორისო ურთიერთობათა განყოფილების გენერლის მოადგილე. დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდნენ :
- ვიცე-პოლკოვნიკი სამარანი, არმიის გენერალური შტაბის ევროატლანტიკური სამსახურის ოფიცერი ;
- სამთო ინფანტერიის 27-ე ბრიგადის სამთო მსროლელების მე-13 ბატალიონის კაპიტანი ბიდო;
- მაიორი როსი, სახმელეთო ჯარის შტაბის ოფიცერი.

საფრანგეთის დელეგაცია, ვიზიტის განმავლობაში, თავდაცვის სამინისტროს, გენერალური შტაბისა და უსაფრთხოების ეროვნული საბჭოს წარმომადგენლებს შეხვდა.
17 ოქტომბერს დელეგაციის წევრებმა მოინახულეს თავდაცვის ეროვნული აკადემიის ფრანგული ენის ცენტრი სადაც ამჟამად მიმდინარეობს ფრანგული ენის შემსწავლელი კურსები.

რაც შეეხება 2006 წლის 18 ოქტომბერს, ეს დღე მთლიანად დაეთმო საჩხერის სამთო სკოლის დათვალიერებას. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საფრანგეთი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქართული არმიის სამთო მომზადებაში.

ამ მნიშვნელოვანი ვიზიტის დროს, 2006 წლის 19 ოქტომბერს, ხელი მოეწერა 2007 წლისათვის სამხედრო სფეროში თანამშრომლობის გაგრძელების დოკუმენტს.
დოკუმენტზე ხელმომწერ მხარეებს შორის საქართველოს წარმოადგენდა თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე მამუკა კუდავა, ხოლო საფრანგეთს - საფრანგეთის ელჩი საქართველოში ფილიპ ლეფორი. ხელმოწერის ცერემონია წარიმართა საფრანგეთის დელეგაციისა და სამხედრო მისიის წარმომადგენლების თანდასწრებით.

აღნიშნული გეგმა ადასტურებს ფრანგულ-ქართულ მჭიდრო თანამშრომლობას სამთო მომზადებასა და სამხედროებს შორის ფრანგული ენის სწავლების განვითარებაში და გამოთქვამს თანამშრომლობის სურვილს არა მხოლოდ სამთო, არამედ საზღვაო სფეროშიც.

publie le 11/12/2006

hautdepage