თავდაცვის ატაშემ, ვიცე-პოლკოვნიკმა დანი პიტმა მონაწილეობა მიიღო საჩხერის სამთო მომზადების სკოლის მე-14 წლისთავის აღსანიშნავ ღონისძიებებში

17 თებერვალს საზეიმოდ აღინიშნა საჩხერის სამთო მომზადების სკოლის დაარსებიდან მე-14 წლისთავი. ეს სკოლა 2006 წლიდან წარმოადგენს სამხედრო სფეროში ფრანგულ-ქართული თანამშრომლობის ქვაკუთხედს. მთელი ამ წლების განმავლობაში საფრანგეთი მხარს უჭერდა სკოლის განვითარებასა და მისი ინსტრუქტორების მომზადებას.

ამ დღესთან დაკავშირებით, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილის მ.შ., ბრიგადის გენერალმა ირაკლი ძნელაძემ სკოლის პირად შემადგენლობას მიმართა და ფრანგულ მხარეს მადლობა გადაუხადა საჩხერის სკოლის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის. თავდაცვის ატაშემ, ვიცე-პოლკოვნიკმა დანი პიტმა ისაუბრა საფრანგეთსა და საქართველოს შორის არსებულ ისტორიულ კავშირებზე. ღონისძიებას ესწრებოდნენ ნატოს წევრი ქვეყნის თავდაცვის ატაშეები.

ასევე გაიმართა დაჯილდოების ცერემონია. ვიცე-პოლკოვნიკმა დანი პიტმა საჩხერის სკოლის მეთაურს, ვიცე-პოლკოვნიკ მალხაზ გოლეთიანს გადასცა საფრანგეთის არმიების სამინისტროს ეროვნული თავდაცვის მედალი. ღონისძიება გაგრძელდა სკოლისა და აღჭურვილობის დათვალიერებით, საჩვენებელი სწავლებითა და საზეიმო მიღებით.

საჩხერის სამთო მომზადების სკოლა
საჩხერის სამთო მომზადების სკოლა
საჩხერის სამთო მომზადების სკოლა
საჩხერის სამთო მომზადების სკოლა
საჩხერის სამთო მომზადების სკოლა
საჩხერის სამთო მომზადების სკოლა

გამოქვეყნებულია 05/03/2020

გვერდის დასაწყისი