თავმჯდომარე ქვეყნის (პორტუგალია) ევროკავშირის სახელზე გაკეთებული განცხადება საქართველოში ჩამოვარდნილ ჭურვთან დაკავშირებით

ევროკავშირი ყურადღებით დააკვირდა 6 აგვისტოს, საქართველოში, სოფელ წითელუბანთან, ჭურვის ჩამოვარდნასთან დაკავშირებულ ინციდენტს. ევროკავშირი გამოხატავს რა თავის ღრმა წუხილს, მხარეებს თხოვს თავი შეიკავონ ყველა იმ ქმედებისგან, რომელსაც შეუძლია ესკალაციამდე მიყვანა. შეახსენებს რა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპს, ევროკავშირი ხაზს უსვამს, რომ საჭიროა სასწრაფოდ სრული და დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარება, რათა ნათელი მოეფინოს და შემოწმდეს ყველა ის გარემოება, რაც ინციდენტს ახლავს. ევროკავშირი კმაყოფილებით ხვდება ეუთოს მოქმედი პრეზიდენტის განცხადებას, რომლის თანახმადაც, აღნიშნული ორგანიზაცია მზადაა,თავისი მანდატის ფარგლებში, ითანამშრომლოს გამოძიებასთან .

გამოქვეყნებულია 14/08/2007

გვერდის დასაწყისი