თამარ ლომიძესთვის აკადემიური პალმების ორდენის გადაცემის ცერემონია [fr]

2017 წლის 18 ოქტომბერს, საფრანგერთის ელჩმა საქართველოში, ბ-მა პასკალ მენიემ აკადემიური პალმების კავალერის ორდენი თამარ ლომიძეს გადასცა, განათლების მინისტრის 2017 წლის 11 იანვრის დადგენილების საფუძველზე.

საფრანგეთის ელჩის რეზიდენციაში გამართულ ოფიციალურ ცერემონიას საშუალო და უმაღლესი განათლების სფეროს წარმომადგენლები, ქ-ნი ლომიძის კოლეგები, მისი მეგობრები და ოჯახის წევრები ესწრებოდნენ.

თავის გამოსვლაში, ელჩმა ხაზი გაუსვა თამარ ლომიძის დამსახურებას ფრანგული კულტურის მიმართ, მის სამაგალითო ჩართულობას საქართველოში ფრანგული ენის პოპულარიზაციის სასარგებლოდ და ასევე, მის ერთგულებას « კავკასიის ფრანგული სკოლის » შექმნისა და განვითარების საქმეში.

ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსისტეტსა და სენტ-ეგზიუპერის კოლეჯში ფრანგულის პედაგოგად მუშაობის შემდეგ, ქ-ნი ლომიძე, 2001 წელს, საქართველოში საფრანგეთის საელჩოს ფრანგული ენის თანამშრომლობის ატაშის და თანამშრომლობისა და კულტურულ ღონისძიებათა მრჩეველის თანაშემწე გახდა. 2000 წლიდან ის აგრეთვე გახლდათ ტრენერი, გამომცდელი და შემსწორებელი ფრანგული ენის ცოდნის სხვა და სხვა გამოცდაზე. თამარ ლომიძე, გარდა ამისა, იყო ფრანკოფონული გაზეთის « Bonjour » მთავარი რედაქტორი და ფრანგული ენის სწავლების მეთოდის « Bien joué » ავტორი.

« კავაკსიის ფრანგული სკოლის » დაარსებიდან, რაშიც მისი წვლილი უდიდესია, მას უკავია დირექციის პირველი თანაშემწის პოზიცია და აგრძელებს ერთგულ სამსახურს საქართველოში ამ ცნობილი დაწესებულების განვითარებისთვის.

JPEG - 225.1 ko
თამარ ლომიძესთვის აკადემიური პალმების ორდენის გადაცემა
JPEG - 233.2 ko
თამარ ლომიძესთვის აკადემიური პალმების ორდენის გადაცემა

გამოქვეყნებულია 25/04/2018

გვერდის დასაწყისი