თამაშდება 2 მოგზაურობა პარიზში !

თბილისის ალექსანდრე დიუმას სახელობის ფრანგული კულტურის ცენტრი, საფრანგეთის საელჩოს თანამშრომლობისა და კულტურის სამსახური და სამოგზაურო სააგენტო « CGTT - Voyages » აწყობენ ლატარეას, რომლის 2 ფრანგულენოვანი გამარჯვებული აგვისტოში გაემგზავრება საფრანგეთში, ახალგაზრდულ საერთაშორისო შეხვედრაში « პარიზის აღმოჩენა ველოსიპედით, გორგოლაჭებითა და თვითგორიათი » მონაწილეობის მისაღებად.

გათამაშება გაიმართება პარასკევს, 2007 წლის 15 ივნისს, 16 საათზე, ფრანგული კულტურის ცენტრში (გუდიაშვილის ქ. 10, 92.28.55) და მასში მონაწილეობის მიღებას შეძლებს ფრანგული ენის კურსების აპრილისა და საზაფხულო სესიებზე ჩაწერილი ნებისმიერი პირი.

publie le 01/08/2007

hautdepage