თანამედროვე ფრანგული ლიტერატურა ქართულ ენაზე : ამელი ნოტომი და მიშელ უელბეკი

ქართული გამომცემლობა არეტე და ბაკურ სულაკაური წარმოგიდგენთ ორი დამსახურებული, ლიტერატორთა და ფრანკოფონთა წრეებში ცნობილი მთარგმნელის, გიორგი ეკიზაშვილისა და მზია ბაქრაძის თარგმანებს, მიშელ უელბეკის « ელემენტარული ნაწილაკები » და ამელი ნოტომის « კრძალვითა და ცახცახით ».
JPEG

ამ ორმა თანამედროვე ფრანგულმა რომანმა დიდი წარმატება მოიპოვა საფრანგეთსა და მთელ მსოფლიოში. ამ რომანების მიხედვით ფილმებიც არის გადაღებული.
JPEG

მათი გამოქვეყნება საფრანგეთის საელჩოსა და თბილისის ა. დიუმას სახ. ფრანგული კულტურის ცენტრის ფინანსური მხარდაჭერით გახდა შესაძლებელი, რომელთაც შეისყიდეს საავტორო უფლებები, დააფინანსეს თარგმანი და მთარგმნელებს მიანიჭეს სტიპენდიები საფრანგეთში სამუშაოდ.

ამ წიგნების შეძენა შეგიძლიათ თბილისის წიგნის მაღაზიებში, ასევე ა. დიუმას სახ. ფრანგული კულტურის ცენტრის წიგნის მაღაზიაში. შეგიძლიათ ასევე მათი გამოტანა ფრანგული კულტურის ცენტრის მედიათეკიდან.

გამომცემელთა დახმარების პროგრამა - “მამარდაშვილის” მიზანია დაეხმაროს ქართველ გამომცემლობებს ფრანგული ლიტერატურისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სფეროში უმნიშვნელოვანესი ფრანგული ნაწარმოებების თარგმანების გამოქვეყნებაში. პროგრამა 1998 წლიდან არსებობს და მის ფარგლებში საფრანგეთის მთავრობამ 50-ზე მეტი პუბლიკაცია დააფინანსა.

გამოქვეყნებულია 08/03/2006

გვერდის დასაწყისი