თანამშრომლობა ნარკოტიკებით უკანონო ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში [fr]

საფრანგეთის საელჩოს ორგანიზებით მოეწყო ვარჯიში « კონტროლირებადი მიწოდება » ქართველ და რამდენიმე ქვეყნის პარტნიორებთან ერთად.

2019 წლის 11-15 ნოემბერს, თანამშრომლობის ვარჯიშმა სახელწოდებით « კასპიის ზღვიდან შავ ზღვამდე - ჰეროინის გზები 2019 » ერთად შეკრიბა ოთხი ქვეყნის ნარკოტიკებით უკანონო ვაჭრობის წინააღმდეგ მებრძოლი სამსახურები (საქართველო, აზერბაიჯანი, უკრაინა, საფრანგეთი). საფრანგეთის საელჩოს შიდა უსაფრთხოების სამსახურის მიერ ორგანიზებული ეს ვარჯიში ჩატარდა MILDECA-სა და კონსორციუმ FIIAPP-ის (პროგრამა UE-ACT) მხარდაჭერით. ვარჯიშის მიმდინარეობას თვალს ადევნებდნენ აგრეთვე გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ბიუროს, ევროპოლის, ინტერპოლის და ნარკოტიკების, ფსიქოტროპული ნივთიერებების და მათი პრეკურსორების უკანონო ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის საინფორმაციო და საკოორდინაციო რეგიონული ცენტრის დამკვირვებლები.

საფრანგეთის მიერ კოორდინირებული კონტროლირებადი მიწოდების ვარჯიშის დასრულების შემდეგ გამართულ კონფერენციაზე გამოვლინდა სამხრეთ კავკასიაში ნარკოტიკების უკანონო ვაჭრობის ახალი ტენდენციები. მონაწილეებმა ხაზგასმით აღნიშნეს სხვადასხვა ქვეყნების სამსახურებს შორის კოორდინირებული ქმედებების მნიშვნელობა.

საფრანგეთის საელჩო მადლობას უხდის ყველა პარტნიორს, და განსაკუთრებით ქართულ სამსახურებს (შინაგან საქმეთა სამინისტროს, კრიმინალური პოლიციის მთავარ სამმართველოს, საბაჟოს, იუსტიციის სამინისტროს და პროკურატურას) მათი ჩართულობისთვის, პროფესიონალიზმისა და დახმარებისთვის.

« De la mer Caspienne à la Mer Noire – Routes de l'héroïne 2019 »
« De la mer Caspienne à la Mer Noire – Routes de l’héroïne 2019 »

გამოქვეყნებულია 21/11/2019

გვერდის დასაწყისი