თბილისის მერის ვიზიტი პარიზში [fr]

2019 წლის 8 და 9 ივლისს, თბილისის მერი პარიზს ესტუმრა ილ-დე-ფრანსის რეგიონის ვიცე-პრეზიდენტის, ჟერომ შარტიეს მიწვევით, რომელიც საქართველოს დედაქალაქში 2019 წლის მაისში იმყოფებოდა და შეხვედრა გამართა კახა კალაძესთან სამომავლო თანამშრომლობასთან დაკავშირებით, კერძოდ საქალაქო ტრანსპორტის მართვის საკითხებზე.

თბილისის მერი ილ-დე-ფრანსის რეგიონის პრეზიდენტმა, ვალერი პეკრესმა მიიღო. საუბარი შეეხო რეგიონში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მართვასა და ექსპლუატაციას. შეხვედრაზე ასევე განიხილეს ილ-დე-ფრანსის რეგიონსა და ქალაქ თბილისს შორის შესაძლო თანამშრომლობა.

პარიზის ურბანული სატრანსპორტო ქსელის ოპერატორ კომპანიაში „RATP" ვიზიტისას, კახა კალაძე ამ კომპანიის საქმიანობასა და ბელიარის ავტობუსების პარკის მენეჯმენტს და მართვას გაეცნო. სატრანსპორტო ოპერატორის წარმომადგენლებისა და ბ-ნი კალაძის შეხვედრებისას ყურადღება გამახვილდა ადრეთვე „RATP"-ს საერთაშორისო ექსპერტიზაზე.

თბილისის მერია, რომელსაც საქართველოს დედაქალაქის საზოგადოებრივი ტრანსპორტის მართვის მოდერნიზაცია და სრული გარდაქმნა აქვს გამიზნული, უკვე თანამშრომლობს ფრანგულ კომპანიასთან „Systra" თბილისის სატრანსპორტო გეგმის შემუშავების საკითხზე.

კახა კალაძის შეხვედრა ვალერი პეკრესთან
კახა კალაძის შეხვედრა ვალერი პეკრესთან
კახა კალაძის შეხვედრა ვალერი პეკრესთან
კახა კალაძის შეხვედრა ვალერი პეკრესთან
კახა კალაძის შეხვედრა ვალერი პეკრესთან
კახა კალაძის შეხვედრა ვალერი პეკრესთან
კახა კალაძის შეხვედრა ვალერი პეკრესთან
კახა კალაძის შეხვედრა ვალერი პეკრესთან
პარიზის ურბანული სატრანსპორტო ქსელის ოპერატორ კომპანიაში და ავტობუსების დეპოში ვიზიტი
პარიზის ურბანული სატრანსპორტო ქსელის ოპერატორ კომპანიაში და ავტობუსების დეპოში ვიზიტი
პარიზის ურბანული სატრანსპორტო ქსელის ოპერატორ კომპანიაში და ავტობუსების დეპოში ვიზიტი
პარიზის ურბანული სატრანსპორტო ქსელის ოპერატორ კომპანიაში და ავტობუსების დეპოში ვიზიტი

გამოქვეყნებულია 21/08/2019

გვერდის დასაწყისი