თბილისი - Air France ახალი მიმართულებით [fr]

2019 წლის ზაფხულის სეზონისთვის (2019 წ. 31 მარტიდან 26 ოქტომბრის ჩათვლით), Air France მომხმარებელს სთავაზობს პარიზიდან - შარლ დე გოლიდან გამგზავრებას თბილისის (საქართველო) მიმართულებით.
ეს მარშრუტი განხორციელდება 2019 წლის 31 მარტიდან კვირაში ორჯერ (ოთხშაბათს და კვირას).

ფრენის განრიგი (ადგილობრივი დროის მიხედვით):

AF1760: გაფრენა: პარიზი-შარლ დე გოლი 13:25, ჩაფრენა, თბილისი, 20:10; AF1761: გაფრენა: თბილისი, 9:00, ჩაფრენა: პარიზი-შარლ დე გოლი, 12:10. პარიზიდან ფრენები განხორციელდება ოთხშაბათს და კვირას Airbus A320-ით.

დამატებით, Georgian Airways-თან თანამშრომლობის შედეგად, Air France-ის მომხმარებელი ისარგებლებს პარიზისა და თბილისის დამაკავშირებელი ფრენებით კვირაში 5 დღე (ფრენებს, 2-ჯერ კვირის განმავლობაში, მომხმარებელს სთავაზობს Air France და ფრენებს, 3-ჯერ კვირის განმავლობაში, მომხმარებელს სთავაზობს Georgian Airways).

თბილისი, კონტინენტების გზაჯვარედინზე

საქართველო მდებარეობს აღმოსავლეთ ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე. მას ეტყობა დიდებული წარსულის კვალი და ამის მოწმეა საქართველოს დედაქალაქი თბილისი, რომელიც სოლოლაკის მთასა და მდინარე მტკვარს შორის მდებარეობს. მისი ქუჩები, პატარა სკვერები, მრავალი ეკლესია, ძველი სახლები და მე-4 საუკუნით დათარიღებული ციხესიმაგრე, თბილისს ულამაზესსა და განსაკუთრებულს ხდის. კავკასიის მთებიდან შავი ზღვის სანაპირომდე რომ გადავხედოთ, საქართველო გამორჩეულია ულამაზესი პეიზაჟებით, რაც ბუნების მოყვარულებს საოცარი ემოციით ავსებს და ხიბლავს.

გამოქვეყნებულია 19/12/2018

გვერდის დასაწყისი