თემატური ელექტრონული ჟურნალები

ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტო აცხადებს პროექტების ტენდერს თემატური ელეტრონული ჟურნალების შესაქმნელად, რომლებიც განთავსდება ინტერნეტში და წელიწადში მინიმუმ ორ ნომერს მოიცავს.

ზემოხსენებულ პროექტების ტენდერში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს წევრ დაწესებულებებს, რომელთა შორის არიან ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და ილია ჭავჭავაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

კანდიდატურის დოსიე 2007 წლის 10 მარტამდე უნდა წარადგინოს ჟურნალის მომავალმა მთავარმა რედაქტორმა, რომელმაც ამისათვის თანამშრომლობა უნდა დაამყაროს ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს მინიმუმ ორ პარტნიორთან.

დაინტერესებულ პირებს დამატებითი ინფორმაციის მოძიება შეუძლიათ ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს ვებ-გვერდზე :www.auf.org

გამოქვეყნებულია 11/04/2007

გვერდის დასაწყისი