თქვენ გსურთ სწავლა საფრანგეთში?

საინფორმაციო შეკრება საფრანგეთის უნივერსიტეტებში პირველ კურსზე ჩაწერის პირობების შესახებ

საინფორმაციო ხასიათის შეკრება, რომელიც ეხება ფრანგულ უნივერსიტეტებში პირველ კურსზე ჩაწერის ფორმებს, გაიმართება 2006 წლის 9 იანვარს, 16 საათზე ა. დიუმას სახელობის ფრანგული კულტურის ცენტრში, გუდიაშვილის ქ.10. ფრანგულ უნივერსიტეტში ჩაწერისთვის აუცილებელი საბუთების მიღება ადგილზე იქნება შესაძლებელი.

სასწავლო სტიპენდიები (მე-2 და მე3 ციკლი)

ქართველ ფრანკოფონებს, რომლებსაც აქვთ უნივერსიტეტის დიპლომი, ან სწავლობენ დამამთავრებელ კურსზე და სურთ, სწავლა განაგრძონ საფრანგეთის უმაღლეს სასწავლებელში მე-2 ან მე-3 ციკლზე სამართლის, პოლიტიკური მეცნიერების, ეკონომიის, არქეოლოგიის, მეღვინეობის და ინფორმატიკის დარგში, შეუძლიათ სტიპენდიის მოთხოვნის საბუთები (მოტივაციის წერილი - მაქსიმუმ 2 გვერდი, Curriculum Vitae და ფოტო) შემოიტანონ საფრანგეთის საელჩოს თანამშრომლობისა და კულტურულ ღონისძიებათა სამსახურში, გოგებაშვილის ქ. 15, 2006 წლის 31 იანვრის ჩათვლით.

სასწავლო და სტაჟის სტიპენდიები ფრანკოფონებისათვის

საფრანგეთის საელჩოს თანამშრომლობისა და კულტურულ ღონისძიებათა სამსახური საზოგადოებას სთავაზობს იმ სტიპენდიების სიას, რომელიც ხელმისაწვდომია საფრანგეთის ან რომელიმე ფრანკოფონული ქვეყნის უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გაგრძელების ან სტაჟის განხორციელების მსურველი ქართველი ფრანკოფონებისათვის.

ეს სტიპენდიები განკუთვნილია სტუდენტებისთვის და აგრეთვე მასწავლებლებისა და მკვლევარებისთვის. ცალკეულ შემთხვევებში სტიპენდიები სრულად ან ნაწილობრივ ფარავს მგზავრობის, დაზღვევის ხარჯებსა და თვიურ შემოსავალს.

საქმე ეხება იმას, რომ უკეთ გახდეს ცნობილი მთავრობის, საერთაშორისო თუ კერძო ორგანიზაციების სხვადასხვა სტიპენდიების, აგრეთვე უნივერსიტეტების, ეროვნული თუ საერთაშორისო კვლევითი ცენტრების კვლევითი სამუშაოებისთვის გამოყოფილი დაფინანსების და უმაღლესი დონის სამეცნიერო მივლინებებისა და სტაჟების შესაძლებლობები. ეს სია შეგიძლიათ იხილოთ ა. დიუმას სახ. ფრანგული კულტურის ცენტრში, გუდიაშვილის ქ. 7 (მედიათეკა) EDUFRANCE-ის განყოფილებაში და საფრანგეთის საელჩოს (www.ambafrance-ge.org) და ა. დიუმას სახ. ფრანგული კულტურის ცენტრის (http://ccf.tbilissi.caucasus.net) ინტერნეტ გვერდებზე.

გამოქვეყნებულია 02/01/2006

გვერდის დასაწყისი