« იდეების ღამე » 2018 თბილისში [fr]

2018 წლის 25 იანვარს, ღონისძიება « იდეების ღამე - წარმოსახვის უნარი ძალაუფლებაში - ქალთა ინოვაციური ძალა » საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში გაიმართა.

ქართველ მსმენელთან შეხვედრა

საღამოს განმავლობაში, ქართველ მსმენელს შესაძლებლობა მიეცა, გაცნობოდა საკუთარ პროფესიებში სიახლის შემტანი ქართველი ქალების კვლევებსა და მათი შთაგონების წყაროებს ბიოფიზიკის, რეჟისურისა და ილუსტრაციის, ასევე ინფორმატიკული კოდირების სფეროებში.
იდეების დისკუსიის მოდერატორი ახალგაზრდა ადვოკატი ნინო ჯანაშია გახლდათ. შესავალში, ნინო ჯანაშიამ სქესთან და საქართველოში პროფესიულ სფეროში არსებულ დისკრიმინაციასთან დაკავშირებულ ძირითად გამოწვევებზე ისაუბრა, ხაზი გაუსვა რა ქართველ ქალთა ახალი თაობის ინოვაციურ ძალას.

საკუთარ პროფესიულ სფეროებში ინოვაციების დამამკვიდრებელი და გავლენიანი ქართველი ქალები

ანა ტრაპაიძემ, გერმანიის მაქს პლანკის კვლევითი ინსტიტუტის ბიოფიზიკის მკვლევარმა, წარმოადგინა თავისი კვლევები ბიომასალის შექმნასთან დაკავშირებით, რომლის მიზანიცაა უჯრედებისა და ქსოვილების აღდგენის სფეროში ახალი მეთოდების დასანერგად მედიცინისთვის დახმარების აღმოჩენა.

ანი მაჩაიძემ და თინათინ გერგაიამ, პრემია « Technnovation challenge 2017 » -ის 17 წლის ლაურეატებმა, ისაუბრეს იმ გამოწვევების შესახებ, რომელთა წინაშეც ისინი, როგორც მოზარდები აღმოჩნდნენ, და რომელთა სურვილი მათემატიკისა და ფიზიკის შესწავლა, ხოლო საერთო გატაცება ინფორმატიკული კოდირება იყო. მათ აგრეთვე წარმოადგინეს მათ მიერ « Technnovation challenge 2017 » -ის ფარგლებში განხორციელებული პროექტი.

საღამო დაიხურა ილუსტრატორის, ანიმაციური ფილმების რეჟისორის და სტუდიის « Pocket Studio » თანადამფუძნებლის, 2015 წლის ანსის ანიმაციური ფესტივალის ლაურეატის ფილმისთვის « ჯიბის კაცი », ანა ჩუბინიძის გამოსვლით, რომელმაც ანიმაციური ფილმების რეჟისურისა და კომპანიის ხელმძღვანელის მეტად მამაკაცურ პროფესიულ სფეროებში თავის გამოცდილებაზე ისაუბრა.

ღონისძიებამ თბილ და არაფორმალურ გარემოში ჩაიარა, სადაც დამსწრე საზოგადოებას მიწვეულ სტუმრებთან გასაუბრების საშუალება მიეცა.

"იდეების ღამე" 2018
"იდეების ღამე" 2018
საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი
"იდეების ღამე" 2018
"იდეების ღამე" 2018
საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი
« იდეების ღამე » 2018
« იდეების ღამე » 2018
საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი
« იდეების ღამე » 2018
« იდეების ღამე » 2018
საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი
« იდეების ღამე » 2018
« იდეების ღამე » 2018
საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი
« იდეების ღამე » 2018
« იდეების ღამე » 2018
საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი

გამოქვეყნებულია 07/02/2018

გვერდის დასაწყისი