იმედი ჰანდიკაპს

« იმედი ჰანდიკაპს » ფრანგული ასოციაციაა, რომელიც 2014 წლის ბოლოს ქალაქ ბეზანსონში დაარსდა, ფსიქოლოგების, მასწავლებლების, აღმზრდელებისა და სხვა მოხალისე პირების მიერ, რომელთაც ერთი საერთო საკითხი - შეზღუდული შესაძლებლობები აერთიანებდათ.

შუახევის რაიონში (აჭარის რეგიონი) არ არსებობდა დიაგნოსტიკური ცენტრი, საჭირო პირობები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის და არ იყო განვითარებული პარამედიცინა. სწორედ ამ საჭიროებებიდან გამომდინარეობს იმედი ჰანდიკაპის საქმიანობა: იგი ორიენტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის საჭირო პირობების შექმნისკენ.

ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით, „იმედი ჰანდიკაპს“ გამოეყო ფართი შუახევის სკოლა-პანსიონატში, სადაც მოხდება ოჯახებისა და პროფესიონალების მიღება, რაც თავის მხრივ შესაძლებელს გახდის ბავშვებზე ზრუნვას.

ასოციაციის ინფორმაციით, შუახევის რაიონში 4 ბავშვიდან მხოლოდ 1 სწავლობს სკოლაში ან სარგებლობს სპეციალიზებული ცენტრის მომსახურებით. ოჯახებთან გამართულმა შეხვედრებმა საშუალება მისცა ასოციაციას უკეთ გაეგო მათი სურვილები და პრობლემები, რომლებსაც სოფელში მცხოვრები ხალხი ყოველდღიურად ეჯახება.

2016 წლის შემოდგომაზე, სოფლებს ესტუმრა ერგოთერაპევტი, რომლის მიზანიც იყო ოჯახების ყოველდღიური ცხოვრების გაუმჯობესება, ისევე როგორც სპეციალური მოწყობილობების გაკეთება ბავშვებისათვის (სკამი, დეამბულატორი, სიარულში დამხმარე ყავარჯნები).

საფრანგეთიდან მიღებული შემოწირულობებით, ასოციაციამ სპეციალური მოწყობილობების მნიშვნელოვანი რაოდენობა შეაგროვა, რომელიც საქართველოში გემით ჩამოვიდა. აღნიშნული მოწყობილობების ნაწილი გადაეცემა ოჯახებს.

ასოციაციის საქმიანობის უკეთ გასაცნობად, ეწვიეთ საიტს: http://imedi-handicap.jimdo.com/
ოფიციალური ფეისბუქ გვერდი: https://www.facebook.com/Association.Imedi.Handicap/?fref=ts

JPEG - 93.2 ko
სპეციალური მოწყობილობები იტვირთება შუახევის მერიის მანქანაში
JPEG - 124.3 ko
თოვლიანი შუახევი
JPEG - 101 ko
მოწყობილობების ნაწილი შუახევში მდებარე სპეციალურ ოთახში

publie le 20/12/2016

hautdepage