ინსპექციის ვიზიტი სამხედრო მისიაში

JPEG

17-დან 20 აპრილამდე, თბილისში იმყოფებოდა შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დელეგაცია პოლკოვნიკ ჯონ ჟეიეს ხელმძღვანელობით, რომლის მიზანიც იყო სამხედრო მისიის ინსპექტირება და საფრანგეთ- საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების შეფასება.
საფრანგეთის სამხედრო მისიების ქსელი სიდიდის მიხედვით მეორეა მსოფლიოში, ამერიკის შეერთებული შტატების შემდეგ. პოლკოვნიკი ჟეიე ხელმძღვანელობს 95 სამხედრო მისიას, რომელიც 135 ქვეყანას მოიცავს. ზოგი მისია რამდენიმე ქვეყანაზე ერთდროულად მუშაობს. ამგვარად მოწყობილი თბილისის სამხედრო მისია ფარავს საქართველოსთან ერთად სომხეთისა და აზერბაიჯანის ზონებს.
ამ ორი დღის განმავლობაში პოლკოვნიკმა ჟეიემ შესძლო შეხვედროდა თავდაცვის სფეროს რამდენიმე პასუხისმგებელ პირს, კერძოდ პრეზიდენტის მრჩეველს გენერალ კაპანაძეს, პოლკოვნიკ ლევან ნიკოლეიშვილს, გენერალური შტაბის უფროსს, პოლკოვნიკ მურთაზ გუჯეჯიანს, ეროვნული გვარდიის გენ.შტაბის უფროსს და ბატონ ნიკა რევაზიშვილს, თავდაცვის სამინისტროს ორმხრივი ურთიერთობების ხელმძღვანელს.

publie le 22/04/2005

hautdepage