ინტერპოლის კონფერენცია ორგანიზებული დანაშაულის თემაზე

წარმატებულად ჩატარებული ინტერპოლის კონფერენცია ორგანიზებული დანაშაულის თემაზე “მილენიუმის” პროექტის ფარგლებში (თბილისი, 2016 წლის 13-15 სექტემბერი)

საქართველომ, რომელიც ინტერპოლის წევრია 1993 წლიდან და რომელიც საფრანგეთთან და გერმანიასთან ერთად უძღვება ინტერპოლის “მილენიუმის” პროექტს, ამ ფარგლებში ჩაატარა პირველი კონფერენცია ორგანიზებული ევროაზიური საერთაშორისო დანაშაულის თემაზე.

კონფერენცია გახსნა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა და ხაზი გაუსვა იმ ინტერესს, რომელსაც ის იჩენს ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართ.

კონფერენციაში მონაწილეობდა ინტერპოლის წევრი 24 ქვეყნის 58 წარმომადგენელი, აგრეთვე ინტერპოლის გენერალური სამდივნოს (IPშG) და ევროპოლის წარმომადგენლები. მონაწილე ქვეყნებს შორის იყვნენ საფრანგეთი, გერმანია, აზერბაიჯანი, ავსტრია, ბელარუსი, ბელგია, კანადა, ესპანეთი, ესტონეთი, არაბეთის გაერთიანებული საემიროები, ამერიკის შეერთებული შტატები, ფინეთი, საქართველო, საბერძნეთი, ისრაელი, იტალია, იაპონია, ლატვია, ჩეხეთის რესპუბლიკა, დიდი ბრიტანეთის და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო, რუსეთი, შვედეთი, შვეიცარია.

JPEG
JPEG

publie le 23/09/2016

hautdepage