იონის დეპარტამენტის გენერალური საბჭოს დელეგაციის ვიზიტი

JPEG

იონის დეპარტამენტის გენერალური საბჭოს 25 კაციანი დელაგაცია მისი თავჯდომარის, ბატონ ენრი დე რენკურის ხელმძღვანელობით ჩამოდის საქართველოში 1-დან 5 ივნისამდე.

ეს ვიზიტი იქნება შესაძლებლობა თანამშრომლობის იმ ღონისძიებათა მრავალფეროვნების და სიმდიდრის კიდევ ერთხელ ჩვენებისა, რომლებიც 2001 წლიდან ტარდება კახეთის რეგიონში საქართველოში საფრანგეთის საელჩოს აქტიური მხარდაჭერით.

პარასკევს, 2 ივნისს 18 საათზე სასტუმრო შერატონში დაგეგმილია შაროლეზის ჯიშის რქოსანი პირუტყვის ჩვენება, რომელიც კახეთში იქნა ჩამოყვანილი აპრილის თვეში. შემდეგ საზეიმოდ აღინიშნება ღონისძიებები, რომლებიც იონის დეპარტამენტის გენერალურმა საბჭომ დააფინანსა. მათ შორის განსაკუთრებით უნდა გამოიყოს :

- შაბათს, 3 ივნისს 10 საათზე სიღნაღის უნივერსიტეტის ინაუგურაცია, რომლის განახლებაც ახლა დაიწყო, ხოლო 5 საათზე - გურჯაანის ჯანმრთელობის ცენტრის საძირკვლის ჩაყრა.
- კვირას, 4 ივნისს, 12 საათზე პანკისის ხეობის ერთ-ერთი სოფლის მონახულება, რომელიც ახალახან კვლავ ჩაერთო ელექტრულ ქსელში, ხოლო 16 საათზე - ველისციხის ფრანკოფონული თეატრის ფესტივალის ჯილდოების გადაცემა.

გამოქვეყნებულია 28/06/2006

გვერდის დასაწყისი