კავკასიის ფრანგული სკოლა

კავკასიის ფრანგული სკოლა დაარსდა 2006 წელს. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი კავკასიის ფრანგული სკოლა არის კერძო სასწავლო დაწესებულება და მოქმედებს ადგილობრივი კანონმდებლობით.

ჭავჭავაძის გამზირი 76ბ, 0162, თბილისი
(00 995 32) 2 29 47 72
www.efc.edu.ge

PNG
JPEGსკოლა 4 წლის განმავლობაში ფუნქციონირებდა ფრანგული კულტურის ცენტრში, ხოლო 2010 წლიდან გადავიდა ახალ შენობაში, ვაკის პარკის მიმდებარედ და იღებს 3-დან 18 წლამდე ასაკის მოსწავლეებს.

2013 წლის სექტემბრიდან დაწესებულება აღიარებულია საზღვარგარეთ ფრანგული სწავლების სააგენტოს (AEFE) მიერ.

2018-2019 სასწავლო წელი

სკოლაში ირიცხება 370 მოსწავლე (35% ქართველი, 27% ფრანგი და 38% დანარჩენი ქვეყნის მოქალაქე).

სწავლება აღიარებულია საბავშვო ბაღში, დაწყებით სკოლაში და კოლეჯში.
ლიცეუმში დამამთავრებელ კლასებში სწავლება ხორციელდება დისტანციური სწავლების ეროვნული ცენტრის მეშვეობით (CNED). დღეისათვის ლიცეუმში გახსნილია საბუნებისმეტყველო, ეკომიკურ-სოციალური მეცნიერებების, ლიტერატურის ფილიალები. სკოლა ამ სასწავლო წელს თხოვს ლიცეუმის კლასების აღიარებას საფრანგეთის განათლების სამინისტროს.
სკოლის მოასწავლეების მიერ გამოცდებზე მიღწეული წარმატება 90%-ს აჭარბებს.

სკოლაში სწავლა მიმდინარეობს საფრანგეთის განათლების სამინისტროს მიერ აღიერებული პროგრამების შესაბამისად. დასახული მიზნების მისაღწევად არა-ფრანგულენოვანი მოსწავლეების ინტეგრაციისთვის სკოლა სთავაზობს ფრანგული უცხო ენის გაკვეთილებს საბავშვო ბაღის საშუალოების ჯგუფიდან.
ქართველ მოსწავლეებს ქართული ენის გაკვეთილები უტარდებათ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ აღიარებული პროგრამების შესაბამისად.
ინგლისური ენა ისწავლება პირველი კლასიდან, გაკვეთილზე მოსწავლეები იყოფიან მცირე ჯგუფებად.
ყოველ კვირას გაკვეთილების შემდეგ სკოლა დაწყებითი კლასების მოსწავლეებს სთავაზობს დახმარებას საშინაო დავალების შესასრულებლად.
სკოლა ფაკულტატიურ აქტივობებს სთავაზობს დაწყებითი სკოლის მოსწავლეებს. ხოლო კლასგარეშე კლუბებს სთავაზობს სკოლის ყველა მოსწავლეს.

დირექტორი : ბერნარ მენო
(00 995 32) 2 29 47 83
direction@efc.ge

საბავშვო ბაღისა და დაწყებითი სკოლის დირექტორი: მატიე გორო
(00 995 32) 2 29 47 72
mathieu.gorau@efc.edu.ge

დირექციის ასისტენტი : თამარ ლომიძე
(00 995 32) 2 29 47 72
secretariat@efc.ge

JPEG - 108.1 ko
კავკასიის ფრანგული სკოლა
JPEG - 113.2 ko
კავკასიის ფრანგული სკოლა
JPEG - 96.5 ko
კავკასიის ფრანგული სკოლა
JPEG - 80.2 ko
კავკასიის ფრანგული სკოლა
JPEG - 58.7 ko
კავკასიის ფრანგული სკოლა
JPEG - 97.7 ko
კავკასიის ფრანგული სკოლა
JPEG - 47.7 ko
კავკასიის ფრანგული სკოლა
JPEG - 74.5 ko
კავკასიის ფრანგული სკოლა
JPEG - 71.8 ko
კავკასიის ფრანგული სკოლა

გამოქვეყნებულია 12/09/2018

გვერდის დასაწყისი