კავკასიის ფრანგული სკოლის პროფესიებისა და განათლების მე-3 ფორუმი

პარასკევს, 18 მარტს, კავკასიის ფრანგული სკოლა ატარებს პროფესიებისა და განათლების მესამე ფორუმს. საქართველოში საფრანგეთის ახალი ელჩი, ბ-ნი პასკალ მენიე ღონისძიებას გახსნის 11სთ45-ზე.

ფორუმის მიზანია, უფროსკლასელები გაეცნონ პროფესიათა მაქსიმალურ რაოდენობას, რათა გააცნობიერონ მათ წინაშე არსებული არჩევანის მასშტაბი.

ღონისძიების ფარგლებში კავკასიის ფრანგული სკოლა უმასპინძლებს მარი ბროსეს სახელობის სკოლის, სენტ-ეგზიუპერის სახელობის კოლეჯისა და თბილისის მე-14, 23-ე, 85-ე, 88-ე, 124-ე, 151-ე, 175-ე საჯარო სკოლების უფროსკლასელებს. მოსწავლეებს საშუალება მიეცემათ, შეხვდნენ 60-მდე სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლებს.

ჭავჭავაძის გამზ. 76 ბ – 0162 თბილისი – ტელ. : (995 32) 29 47 72
ელ-ფოსტა : secretariat@efc.ge

JPEG - 81.8 ko
Forum des métiers à l’EFC/პროფესიათა ფორუმი "კავკასიის ფრანგულ სკოლაში"
JPEG - 91.8 ko
Forum des métiers à l’EFC/პროფესიათა ფორუმი "კავკასიის ფრანგულ სკოლაში"
JPEG - 87.9 ko
Forum des métiers à l’EFC/პროფესიათა ფორუმი "კავკასიის ფრანგულ სკოლაში"

publie le 15/03/2016

hautdepage