კავკასიის ფრანგული სკოლის მე-6 სოლიდარული მარათონი

კავკასიის ფრანგული სკოლის მე-6 სოლიდარული მარათონი მოხუცებულთა დასახმარებლად, სამშაბათს, 2017 წლის 14 ნოემბერს, 9სთ30-დან 12სთ-მდე, ვაკის პარკში კავკასიის ფრანგული სკოლის ორგანიზებით გაიმართება.

მიზნები: შეხვედრა და სოლიდარობა

  • თანხების შეგროვება თავშესაფარში მცხოვრებ მოხუცებულების დასახმარებლად.
  • ბავშვებისთვის ხანდაზმულ ასაკთან დაკავშირებული პრობლემების გაცნობა და მათთვის სოლიდარობის შთაგონება.
  • კავკასიის ფრანგული სკოლის მოსწავლეებსა და ხანდაზმულებს შორის ურთიერთობების დამყარება.

საქველმოქმედო კროსი

  • 4 გარბენი (90 მეტრი ბაღის აღსაზრდელებისათვის, 600 მეტრი უფროსკლასელებისა და ზრდასრულთათვის). სულ გასარბენი 30 000 მეტრი.
  • 8 გასვლა 9სთ30-დან 11სთ-მდე, სირბილის ხანგრძლივობა 5-დან 25 წუთამდე
  • მუსიკა მორბენალთა გასამხნევებლად და სასიამოვნო გარემოს შესაქმნელად.
  • მარათონში მონაწილე მოსწავლეები იხდიან მინიმუმ 15 ლარს, ხოლო უფროსები მინიმუმ 30 ლარს.

მრავალრიცხოვანი და მოხალისე მონაწილეები

  • სკოლის 360 მოსწავლე საბავშვო ბაღიდან ლიცეუმის ჩათვლით
  • მოხალისე მშობლები და უფროსები, რომლებსაც აქვთ მარათონში მონაწილეობის და სოლიდარული აქციის მხარდაჭერის სურვილი.

კავკასიის ფრანგული სკოლა
ჭავჭავაძის გამზირი 76ბ 0162 თბილისი
ტელ. : (995 322) 29 47 72
ელ.ფოსტა:djamel.mahmoudi@efc.edu.ge
http://www.efc.edu.ge

JPEG

publie le 14/11/2017

hautdepage