კავკასიის ფრანგული სკოლის პროფესიებისა და განათლების მე-4 ფორუმი [fr]

ოთხშაბათს, 27 მარტს, კავკასიის ფრანგულმა სკოლამ პროფესიებისა და განათლების მე-4 ფორუმი გამართა.

ღონისძიება გახსნა საქართველოში საფრანგეთის ელჩმა, ბ-ნმა პასკალ მენიემ.

ფორუმის მიზანი იყო, უფროსკლასელები გაცნობოდნენ პროფესიათა და ხელობათა მაქსიმალურ რაოდენობას და მათ წინაშე არსებული პროფესიული არჩევანის შესაძლებლობებს.

ღონისძიების ფარგლებში კავკასიის ფრანგულმა სკოლის და ასევე თბილისის მე-14, 23-ე, 85-ე, 88-ე, 124-ე, 151-ე, 175-ე საჯარო სკოლებისა და რამდენიმე კერძო სკოლის უფროსკლასელებს (საერთაშორისო გერმანული სკოლა, ახალი სკოლა, მარი ბროსეს სახელობის ფრანგულ-ქართული სკოლა) საშუალება მიეცათ, შეხვედროდნენ 60-მდე სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენელს.

გამოქვეყნებულია 19/04/2019

გვერდის დასაწყისი