კავკასიის ფრანგული სკოლის მოსწავლეებისთვის დიპლომებისა და სერტიფიკატების გადაცემის ცერემონია [fr]

ოთხშაბათს, 26 ივნისს, საფრანგეთის ელჩმა საქართველოში, ბატონმა პასკალ მენიემ და კავკასიის ფრანგული სკოლის დირექტორმა, ბატონმა ბერნარ მენომ სკოლის 80-ზე მეტ მოსწავლეს გადასცეს სკოლის დამამთავრებელი, კოლეჯის დამამთავრებელი, ფრანგული ენის ცოდნის დიპლომებისა (DELF scolaire, A2 და B2 დონეები) და კემბრიჯის ინგლისური ენის შეფასების გამოცდების (KET და PET დონეები) დიპლომები და სერტიფიკატები (2018 წლის სესიები).

საფრანგეთის ელჩმა საქართველოში ასევე მიულოცა კავკასიის ფრანგული სკოლის მეთორმეტე კლასის მოსწავლეებს, რომელთაც წარმატებით ჩააბარეს 2019 წლის გამოცდები და ყველამ მოიპოვა სკოლის დამამთავრებელი დიპლომი (ფრანგული ბაკალავრიატი).

გამოქვეყნებულია 28/06/2019

გვერდის დასაწყისი