კავკასიის ფრანგულ სკოლაში « ემაუს საქართველოს » კონტეინერი განთავსდა [fr]

4 თებერვალს კავკასიის ფრანგულმა სკოლამ საქველმოქმედო ორგანიზაცია « ემაუს საქართველოს » კონტეინერის განთავსების ღონისძიებას უმასპინძლა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ საფრანგეთის ელჩი საქართველოში, ბ-ნი პასკალ მენიე, საქართველოში ვიზიტად მყოფი « ემაუს ევროპის » პრეზიდენტი, ბ-ნი ვილი დესი, « ემაუს საქართველოს » პრეზიდენტი, ბ-ნი გიორგი ღელაღუტაშვილი, საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის დირექტორი, ბ-ნი პიერ კლუე და კავკასიის ფრანგული სკოლის დირექტორი, ბ-ნი ბერნარ მენო.

კავკასიის ფრანგული სკოლა სოლიდარული ხასიათის საქმიანობას ახორციელებს საქველმოქმედო ასოციაციებისა და სასკოლო თუ კერძო ორგანიზაციების დასახმარებლად. სწორედ ამ მიზნით, მან მონაწილეობა მიიღო ნივთების შესაგროვებლად დადგმული კონტეინერის დაფინანსებაში. ამავე მიზნით, სკოლის მოსწავლეებმა დეკემბერში შეაგროვეს სხვა და სხვა ნივთი და ფონდ « ემაუსის » მეშვეობით, ღარიბ უბნებში მცხოვრებ 50 ბავშვს საჩუქრები გადასცეს.

საქველმოქმედო ორგანიზაცია « ემაუს საქართველო » უკვე სამი წელია, რაც საქმიანობას ეწევა. მისი მიზანია, ყველაზე შეჭირვებულების დახმარება ისეთი სოლიდარული ღონისძიებების ფარგლებში, როგორიცაა ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და აქსესუარების შეგროვება, ძალიან დაბალ ფასად გაყიდვა ან დარიგება, დიდ გაჭირვებაში მყოფი ადამიანების სოციალურ თავშესაფარში შეფარება და მათთვის საზოგადოებრივი საქმიანობის ან სამუშაოს შეთავაზება, სხვა და სხვა უბნებში ყველაზე შეჭირვებულებისთვის, ბავშვებისთვის, ხანდაზმულებისთვის საქველმოქმედო ქმდებების განხორციელება (ტანსაცმლის, სასკოლო ნივთების, საკვების დარიგება).

კავკასიის ფრანგულ სკოლაში « ემაუს საქართველოს » კონტეინერი განთავსდა
კავკასიის ფრანგულ სკოლაში « ემაუს საქართველოს » კონტეინერი განთავსდა
ფოტო : საფრანგეთის საელჩო

გამოქვეყნებულია 05/02/2019

გვერდის დასაწყისი