« კანალ ფრანს ინტერნაციონალის », (CFI) ვიცე გენერალური დირექტორის ვიზიტი თბილისში (20-21 ნოემბერი)

ცნობილი ფრანგი ჟურნალისტი, ამჟამად « კანალ ფრანს ინტერნასიონალის » (საფრანგეთის ტელევიზიის განათლების განხრა) ვიცე გენერალური დირექტორი, ბატონი კრისტიან დორიაკი, ქართველ პარტნიორებთან შეხვედრის მიზნით ვიზიტით ჩამოდის თბილისში, მომავალ 20-21 ნოემბერს.

JPEG

-  საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში (GIPA), CFI ჟურნალისტიკის ფაკულტეტის კასიელი სტუდენტებისათვის ყოველწლიურად აწყობს კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებს. 20 ნოემბერს იწყება ახალი კურსი, რომელსაც გაუძღვება, « ფრანს 3 ლიონის » ფრანგი ჟურნალისტი, ალენ ფონტანი.
-  საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი (I და II არხები) ყოველთვიურად « CFI » -ს მიერ მოწოდებული პროგრამების 40 საათს გადასცემენ (დოკუმენტური, მხატვრული ფილმები, ვარიეტე, ახალზრდული პროგრამები)
გადმოცემები შერჩეულია საფრანგეთის საზოგადოებრივი ტელევიზიის სხვადასხვა არხებზე.
-  ტელეკომპანია « მზემ » კი წელს პირველად მიიღო უსასყიდლოდ გადმოცემული პროგრამები.

თბილისში ყოფნის პერიოდში იგი შეხვდება « ინტერნიუსის » ხელმძღვანელებს, ქართველ დიპლომატებს და მონაწილეობას მიიღებს ა. დიუმას ფრანგული კულტურის ცენტრის « დოკუმენტური ფილმების თვის » ფარგლებში, ფრანსუა ტრიუფოსადმი მიძღვნილ საღამოში, რომელიც გაიმართება ორშაბათს 20 ნოემბერს, 18 სთ 30-ზე.

საფრანგეთის ელჩი, ფილიპ ლეფორი, ამ ვიზიტთან დაკავშირებით გამართავს ვახშამს 20 ნოემბერს.

კრისტიან დორიაკის ბიოგრაფია :

კრისტიან დორიაკი მუშაობდა « რადიო ფრანს - ბრეტანში », ტულუზის რადიოში,
შემდეგ კი ხდება « ფრანს კულტურის » მუსიკალური განხრის მთავარი რედაქტორი (1982-1984)

« ფრანს 3 »- ზე ინფორმაციის რედაქციაში მუშაობს 1986 წ-მდე, მან განაახლა და პოპულარული გახადა საღამოს გამოშვება.

საფრანგეთის ტელევიზიის 1 არხზე ხანმოკლე მუშაობისას მან ჩამოაყალიბა რეგიონალურ კორესპონდენტთა ქსელი.

სწორედ ამ დროს 1990 წელს, იგი კვლავ მიიწვიეს « ფრანს ტელევიზიონზე », სადაც სხვადასხვა თანამდებობები ეკავა : გადმოცემა « დეკრიპტაჟის » პროდიუსერი, რეგიონალური ქსელის დელეგირებული დირექტორი, « FR3 »-ის ეროვნული რედაქციის დირექტორი, « FR3 »-ის პარი-ილ-დე -ფრანს- ცენტრის რეგიონალური სადგურის დირექტორი (შტაბ-ბინით ვანვში), პრეზიდენტის მრჩეველი, ციფრული პროექტის დირექტორი, კვლევისა და განვითარების განყოფილების დირექტორი 2005 წლის 3 იანვრამდე, სანამ იგი საფრანგეთის ტელევიზიის თანამშრომლობის სფეროში ფილიალის - « კანალ ფრანს ინტერნასიონალის » ვიცე გენერალური დირექტორის პოსტზე დაინიშნება.

გამოქვეყნებულია 11/12/2006

გვერდის დასაწყისი