კიბერუსაფრთხოება : 2018 წლის 12 ნოემბრის "პარიზის მოწოდება" კიბერსივრცეში ნდობისა და უსაფრთხოებისთვის [fr]

12 ნოემბერს, ინტერნეტის მმართველობის შესახებ იუნესკოში გამართული ფორუმის ფარგლებში, პრეზიდენტი მაკრონი « პარიზის მოწოდებით » გამოვიდა კიბერსივრცეში ნდობისა და უსაფრთხოებისთვის. მაღალი დონის ამ განცხადებამ კიბერსივრცეში უსაფრთხოების საერთო პრინციპების შემუშავების სასარგებლოდ, უკვე მიიღო მრავალი სახელმწიფოსა და კერძო კომპანიისა თუ სამოქალაქო სექტორის ორგანიზაციების მხარდაჭერა.

მოწოდება ახალ მუქარებზე ერთობლივი რეაგირებისკენ

კიბერსივრცე, რომელიც თანდათან უფრო ცენტრალურ ადგილს იკავებს ჩვენს ცხოვრებაში, შესაძლებლობებისა, მაგრამ აგრეთვე ახალი მუქარების სივრცეა. კიბერდამნაშავეობისა და ბოროტმოქმედებების განვითარებას შეუძლია როგორც ჩვენი პირადი მონაცემების, ისე ზოგიერთი სასიცოცხლო ინსფრასტრუქტურის საფრთხის ქვეშ დაყენება.

ადამიანების უფლებების დაცვის უზრუნველსაყოფად და ინტერნეტში მათ დასაცავად, სახელმწიფოები, როგორც ისინი ამას რეალურ სივრცეში აკეთებენ, უნდა მოქმედებდნენ ერთსულოვნად და ასევე კერძო სექტორთან, სამეცნიერო სამყაროსა თუ სამოქალაქო საზოგადოებასთან პარტნიორობით.

ამგვარად, პარიზის მოწოდების მხარდამჭერები ვალდებულებას იღებენ, ერთად იმუშაონ, რათა :

  • გაზარდონ პრევენციული ზომები და მედეგობა ონლაინ სივრცეში ბოროტმოქმედებების მიმართ ;
  • დაიცვან ინტერნეტზე წვდომა და მთლიანობა ;
  • ითანამშრომლონ საარჩევნო პროცესებში ჩარევის თავიდან ასაცილებლად ;
  • ერთად იმუშაონ ინტელექტუალური საკუთრების უფლების დარღვევის წინააღმდეგ კიბერ-საშუალებების დახმარებით ;
  • მოახდინონ ბოროტი ზრახვების მქონე კიბერ პროგრამებისა და მეთოდების გავრცელების პრევენცია ;
  • აამაღლონ ციფრული პროდუქტებისა და მომსახურებების უსაფრთხოება, ისევე როგორც საყოველთაო «კიბერ-ჰიგიენა» ;
  • მიიღონ ზომები კიბერ-მექრთამეობისა და არასახელმწიფოებრივი სუბიექტების აგრესიული ქმედებების წინააღმდეგ ;
  • ერთად იმუშაონ შესაბამისი საერთაშორისო ნორმების გამტკიცებისთვის.

პარიზის ციფრული კვირეული - მრავალფეროვანი პარტნიორების გაერთიანების შესაძლებლობა

პარიზის ციფრული კვირეული ციფრული ტექნოლოგიების სფეროს სამი მნიშვნელოვანი მოვლენისგან შედგება, რომლებიც პირველი მსოფლიო ომის ზავის 100 წლისთავის ღონისძიებების შემდეგ გაიმართა :

  • პარიზის მშვიდობის ფორუმის «ახალი ტექონოლგიების» განხრა, 11-დან 13 ნოემბრამდე «ლა ვილეტის» კომპლქსში ;
  • «სამიტი GovTech», რომელიც სახელმწიფოებისა და დემოკრატიული მმართველობების ციფრულ ტრანსფორმაციას მიეძღვნა, 12 ნოემბერს, პარიზის მერიაში ;
  • ინტერნეტის მმართველობის ფორუმი, რომელიც სანდო ინტერნეტს მიეძღვნა, 12-დან 14 ნოემბრამდე იუნესკოში.

სწორედ «ლა ვილეტის» კომპლექსში გამართული პარიზის მშვიდობის ფორუმის ფარგლებში, ევროპისა და საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟან-ივ ლე დრიანმა «პარიზის მოწოდების» მიზნები და ამოცანები წარმოადგინა.
ხოლო იმავე დღეს, «პარიზის მოწოდება» საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ინტერნეტის მმართველობის ფორუმზე გააჟღერა, მრავალი მონაწილის თანდასწრებით, რომელთაც მხარი დაუჭირეს აღნიშნულ მრავალმხრივ ინიციატივას.

გადმოტვირთეთ პარიზის მოწოდების სრული ტექსტი ინგლისურად

გამოქვეყნებულია 29/11/2018

გვერდის დასაწყისი