კითხვის ზეიმი

პარასკევს, 20 ოქტომბერსა და შაბათს, 21 ოქტომბერს ეროვნულ ბიბლიოთეკასთან პარტნიორობის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება :

პარასკევს, 20 ოქტომბერს, 18 სთ-ზე ეროვნულ ბიბლიოთეკაში (საგამოფენო დარბაზი 1 სართული)

- « ერთი ქალაქი, ერთი ავტორი » : მ. ლეონიძე, ნ. გედენიძე, გ. ეკიზაშვილი წაიკითხავენ ლექსებს და ნაწყვეტებს პროზიდან

- « ბოროტების ყვავილები », მთარგმნელი მერაბ მიქელაძე, ლექსებს წაიკითხავენ ფრანგულ და ქართულ ენებზე

შაბათს, 21 ოქტომბერს, 18 სთ-ზე ფრანგული კულტურის ცენტრში, მიუსოს დარბაზში :

- ახალი თარგმანები გამოცემული « მერაბ მამარდაშვილის სახელობის საგამომცემლო დახმარების პროგრამის » ფარგლებში : იონესკო, დიურასი, სარტრი, კამიუ

- საფრანგეთში, ქალაქ დიში ჩატარებული კავკასიური ფესტივალის ქართველი მონაწილეები გვიყვებიან (მალხაზ ხარბედია, შოთა იათაშვილი და გიორგი ეკიზაშვილი)

გამოქვეყნებულია 27/10/2006

გვერდის დასაწყისი