კინოს ეროვნული ცენტრის ფილმების ფრანგული არქივის დირექტორის ვიზიტი

ბატონი ტოდოროვიჩი, კინოს ეროვნული ცენტრის ფილმების ფრანგული არქივის დირექტორი, 10-დან 12 იანვრამდე მონაწილეობას მიიღებს სემინარში « კინოთეკის შექმნა თბილისში ».

ამ საერთაშორისო სემინარის ფარგლებში, რომელსაც ფრანგულ-გერმანული ფონდი (საფრანგეთის საელჩო / ა. დიუმას სახ. ფრანგული კულტურის ცენტრი - გოეთეს ინსტიტუტი) ქართული კინოს ეროვნულ ცენტრთან ერთად აწყობს, იგი წარმოადგენს კინოს ეროვნული ცენტრის ფილმების ფრანგული არქივის ორგანიზაციას.

ეს სემინარი აგრეთვე იძლევა შესაძლებლობას, წარმოდგენილ იქნას თბილისში დაცული კინოს არქივი და კინოს არქივების ორგანიზაცია ევროპის სხავადასხვა ქვეყნებში, გერმანიაში, დიდ ბრიტანეთსა და ჰოლანდიაში.

გამოქვეყნებულია 11/04/2007

გვერდის დასაწყისი