"კლიმატის გეგმა 2017"

ეკოლოგიური და სოლიდარული გარდაქმნის მინისტრმა ნიკოლა იულომ « კლიმატის გეგმა » შეიმუშავა, რომლის მიზანია ენერგეტიკული და კლიმატური გარდაქმნის დაჩქარება.

საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტისა და პრემიერ მინისტრის დავალებით მომზადებული აღნიშნული გეგმა მიზნად ისახავს, მომავალ თვეებში და წლებში, მთავრობის მობილიზაციას, რათა კლიმატის შესახებ პარიზის შეთანხმება საფრანგეთის მაცხოვრებლებისთვის, ევროპისთვის და საფრანგეთის დიპლომატიის საქმიანობისთვის რეალობად იქცეს.
PNG

პარიზის შეთანხმების მიზანია, რომ კლიმატის დათბობა 2°C ზღვარს ქვემოთ შენარჩუნდეს. ამ ამბიციური ამოცანის შესრულება საფრანგეთს ავალდებულებს, რომ შეთანხმების განხორციელების გზა აჩვენოს. ნიკოლა იულოს მიერ წამოწყებული გეგმით კლიმატის შესახებ, საფრანგეთი დააჩქარებს პარიზის შეთანხმების ოპერატიულად შესრულებას და თავდაპირველ მიზნებს გადააჭარბებს შემდეგი ექვსი მიმართულებით :

  • პარიზის შეთანხმების შესრულება გახდეს შეუქცევადი ;
  • ყველა ფრანგის ყოველდღიურობა გაუმჯობესდეს ;
  • შეწყდეს წიაღისეული საწვავის გამოყენება და ნახშირბადის გამოყოფის მინიმუმამდე შემცირება ;
  • საფრანგეთი – მწვანე ეკონომიკის N°1 ქვეყანა ;
  • მოხდეს ეკოსისტემისა და სოფლის მეურნეობის პოტენციალის წახალისება ;
  • ინტენსიური გახდეს საერთაშორისო მობილიზაცია კლიმატური დიპლომატიის ირგვლივ.

publie le 06/09/2017

hautdepage