კლიმატი – ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილების სინთეზის ანგარიში

კლიმატის კონვენციის სამდივნომ დღეს 146 ქვეყნის მიერ 1-ელ ოქტომბრამდე გამოქვეყნებული ეროვნულ დონეზე განსაძღვრული წვლილების სინთეზის ანგარიში წარადგინა. მოვუწოდებ ყველა ქვეყანას კონფერენციის დაწყებამდე იგივე გააკეთონ.

ანგარიში ცხადყობს რომ ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილები საშუალებას იძლევიან შევცვალოთ სიტუაცია, ანუ თავიდან ავიცილოთ ჰაერის 4 °C ან 5 °C ით გათბობა. იგი ადასტურებს რომ შესაძლებელია ამ საუკუნის ბოლომდე, გლობალური დათბობა შემცირდეს 1,5 – 2°C -მდე, რაც დამატებით ძალისხმევებს მოითხოვს.

ზოგიერთი შეფასებით, გლობალური დათბობა საუკუნის ბოლომდე 2,7 – 3 °C მდე გაიზრდება. ეს ადასტურებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია პარიზში კონფერენცია COP 21 ის დროს გაფორმდეს ხელშეკრულება რომელიც დაადგენს პერიოდულად ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილების გაზრდის წესებს.

სათბურის გაზის გამოყოფის შემცირების მიზნების გარდა, ეროვნული წვლილი მოიცავს ასევე ამბიციური სექტორული პოლიტიკის ელემენტებს (განახლებადი ენერგიის განვითარება, ენერგო ეფექტურობა. . . ). ამ პროცესმა ნამდვილად შეძლო ძალიან ბევრ ქვეყანაში კლიმატის საკითხი წინა პლანზე დაეყენებინა, განსაკუთრებით მოსამზადებელ დებატებში სამოქალაქო სექტორის ჩართვით.

მოსამზადებელი კონფერენცია, რომელსაც მე 8-10 ნოემბერს პარიზში გავმართავ და რომელიც გააერთიანებს 80 მდე მინისტრს შეთანხმების ძირითად საკითხებზე სასაუბროდ, საშუალებას მოგვცემს წინ წავიწიოთ ძირითად ამბიცირუ საკითხებზე და დავსახოთ გრძელვადიანი მინები.

ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილი პირველია კლიმატის ცვლილებებზე მოლაპარეაკებების ისტორიაში. რაც პარიზში წარმატების საწინდარია.

ეროვნულ დონეზე გასაზღვრული წვლილების სია

COP 21 ში შეტანილი ეროვნული წვლილი

publie le 16/11/2015

hautdepage