კომპანია IMEDI-ს 30 წლის იუბილე საფრანგეთის ელჩის თანდასწრებით [fr]

IMEDI-მ - სამრეწველო სფეროს ფრანგული ფლაგმანების (Thales, MBDA, POMA, SUEZ) წარმომადგენელმა კომპანიამ კავკასიის, ცენტრალური აზიის რეგიონებსა და უკრაინაში, დაარსების 30 წლის იუბილე საქართველოში საფრანგეთის ელჩის, ბ-ნი დიეგო კოლასის თანდასწრებით აღნიშნა.

კომპანიამ IMEDI, რომელმაც საქართველოში საქმიანობა დამოუკიდებლობის პერიოდიდან სამრეწველო და სოფლის მეურნეობის პროდუქციით ვაჭრობით დაიწყო, თანდათან ქართული ბაზრის ახალ ნიშებში განახორციელა ინვესტიცია, კერძოდ ისეთ სექტორებში, როგორიცაა POMA-ს აღჭურვილობის შეკეთება. გარდა ამისა, IMEDI PEUGEOT-სა და RENAULT-ს მარკის ავტომობილების იმპორტიორია. RENAULT, 2019 წელს, ბაზრის 1/3-ის დაკავებით პირველ საავტომობილო მარკად იქცა საქართველოში. IMEDI საფრანგეთის მიერ დაფინანსებულ პროექტებსაც ახორციელებს საზოგადოებრივი საკაბელო ტრანსპორტის სფეროში.

IMEDI, გარდა ამისა, პიონერია გადახდის თანამედროვე საშუალებების დაარსებაში და ამჟამად არის საქართველოს უმსხვილესი ბანკების საბანკო ბარათების გამავრცელებელი.

გამოქვეყნებულია 25/09/2019

გვერდის დასაწყისი