კონტროლირებადი მიწოდების ოპერატიული რეგიონალური ტრანსსასაზღვრო ვარჯიში (2018წ. 22-26 ოქტომბერი) [fr]

საქართველოში საფრანგეთის საელჩოს შიდა უსაფრთხოების სამსახურმა განახორციელა თანამშრომლობის ნოვატორული პროექტი. ხუთი დღის განმავლობაში (2018 წლის 22-26 ოქტომბერი) ხუთი ქვეყნის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ ნარკოტიკების კონტროლირებადი მიწოდების ოპერატიულ რეგიონალურ ტრანსსასაზღვრო ვარჯიშში. ფრანგული მხარის მიერ წამოყენებულმა ამ ორიგინალურმა ინიციატივამ, რომელსაც მხარი დაუჭირა ნარკოტიკების და ნარკოდამოკიდებულების წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათშორისმა მისიამ (MILDECA), საქართველოს მიაკუთვნა მთავარი ადგილი ამ ღონისძიებაში, რომელშიც მონაწილეობდნენ პოლიციის, საბაჟოს და პროკურატურის წარმომადგენლებისგან შედგენილი ჯგუფები. ოპერაციის სახელწოდება იყო „კასპიის ზღვიდან შავ ზღვამდე - ჰეროინის გზები 2018“.

პროექტის სხვა პარტნიორი ქვეყნები იყვნენ : სომხეთი, უკრაინა, მოლდოვა, საფრანგეთი, რომელსაც უშუალოდ დაეკისრა მონიტორინგის მისიის უზრუნველყოფა და პროექტში მონაწილე სხვადასხვა შერეული ჯგუფების კოორდინაცია. ნარკოტიკების უკანონო ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარმა ოფისმა (OCRTIS) თავისი გამოცდილებით წვლილი შეიტანა გამოძიების სპეციალური მეთოდების შემუშავებაში (კონტროლირებადი მიწოდება და ერთობლივი საგამოძიებო ჯგუფები). ტექნიკური დახმარების უწყებათშორისმა სამსახურმა (SIAT) რეალურ კონტექსტში წარმოადგინა გამომძიებლების მიერ გამოყენებული ტექნიკური საშუალებები და ტექნოლოგიური სიახლეები, როგორიცაა ავტომანქანის მეთვალყურეობისთვის გამოყენებული გეოლოკალიზაციის დასადგენი აღჭურვილობები. და ბოლოს, უსაფრთხოების და სამართლის უმაღლესი კვლევების ინსტიტუტმა (INHESJ) ხელი შეუწყო ვარჯიშის ჩატარებას და შედეგების შეჯამებისას წამოადგინა ჰეროინის ჩრდილოეთის გზის შესახებ გაეროს ნარკოტიკის და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ოფისთან (ONUDC) ერთობლივად ჩატარებული კვლევები.

პოლიციის სფეროში არსებული მთავარი საერთაშორისო ორგანიზაციები - ევროპოლი, ინტერპოლი და გაეროს ნარკოტიკის და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ოფისი (ONUDC) წარმოდგენილნი იყვნენ ამ რეგიონალური ოპერატიული სწავლების მიმდინარეობისას.

ასეთი მასშტაბური ვარჯიში პირველად ჩატარდა რეალურ გარემოში და მასში მონაწილეობდნენ ქართული და სომხური პოლიციის ავტომანქანები ორ ქვეყანაში, დაახლოებით 1800 კილომეტრ მანძილზე თვალთვალისა და დევნის უზრუნველყოფისთვის. ეს პროექტი, რომელსაც მხარს უჭერდა ორგანიზაცია FIIAPP EU-ACT პროგრამის (ევროკავშირის მოქმედება ნარკოტიკებისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ) ფარგლებში, შესაძლოა განმეორდეს 2019 წელს უფრო ფართო მასშტაბით.

ოპერაციის წარმატება გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ თითოეულმა მონაწილე ქვეყანამ შეასრულა თავისი როლი და დაიცვა უწყებათშორისი მონაწილეობის პრინციპი.

საფრანგეთის საელჩო მადლობას უხდის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის სამმართველოს მათი ჩართულობისა და დახმარებისთვის. მომავალ თვეებში ჩატარდება კვლევა ჰეროინის გზებზე და მასში მონაწილეობას მიიღებს რამდენიმე პარტნიორი ორგანიზაცია, მათ შორის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

ბმულები ვარჯიშის შესახებ : https://youtu.be/6NL8URjVxt4
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდი : https://police.ge/ge/shinagan-saqmeta-saministros-tanamshromlebi-organizebul-danashaultan-brdzolis-mimartulebit-saertashoriso-stsavlebas-gadian/12088
https://inhesj.fr/evenements/tous-les-actualites/contribution-de-linhesj-deux-colloques-sur-le-trafic-international

ოპერაცია სახელწოდებით „კასპიის ზღვიდან შავ ზღვამდე - ჰეროინის გზები 2018“
ოპერაცია სახელწოდებით „კასპიის ზღვიდან შავ ზღვამდე - ჰეროინის გზები 2018“
ფოტო: შიდა უსაფრთხოების სამსახური
ოპერაცია სახელწოდებით „კასპიის ზღვიდან შავ ზღვამდე - ჰეროინის გზები 2018“
ოპერაცია სახელწოდებით „კასპიის ზღვიდან შავ ზღვამდე - ჰეროინის გზები 2018“
ფოტო: შიდა უსაფრთხოების სამსახური
ოპერაცია „კასპიის ზღვიდან შავ ზღვამდე - ჰეროინის გზები 2018“
ოპერაცია „კასპიის ზღვიდან შავ ზღვამდე - ჰეროინის გზები 2018“
ფოტო: შიდა უსაფრთხოების სამსახური
ოპერაცია „კასპიის ზღვიდან შავ ზღვამდე - ჰეროინის გზები 2018“
ოპერაცია „კასპიის ზღვიდან შავ ზღვამდე - ჰეროინის გზები 2018“
ფოტო: შიდა უსაფრთხოების სამსახური
ოპერაცია „კასპიის ზღვიდან შავ ზღვამდე - ჰეროინის გზები 2018“
ოპერაცია „კასპიის ზღვიდან შავ ზღვამდე - ჰეროინის გზები 2018“
ფოტო: შიდა უსაფრთხოების სამსახური

გამოქვეყნებულია 13/11/2018

გვერდის დასაწყისი