კონფერენცია « გარემო ევროპისთვის »

საქართველოში საფრანგეთის ელჩის მონაწილეობა გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის მე-8 მინისტერიალში « გარემო ევროპისთვის » (ბათუმი, 8-10 ივნისი).

8-დან 10 ივნისამდე საქართველომ ბათუმში უმასპინძლა მე-8 მინისტერიალს « გარემო ევროპისთვის », რომლის ძირითადი თემები იყო : მწვანე ეკონომიკა და ჰაერის ხარისხი.

საფრანგეთის ელჩი საქართველოში, ბ-ნი პასკალ მენიე ბათუმს ფრანგული დელეგაციის ხელმძღვანელის რანგში ეწვია. დელეგაცია ასევე შედგებოდა გარემოს დაცვის, ენერგიისა და ზღვის სამინისტროს ევროპული და საერთაშორისო საქმეების სამმართველოს წარმომადგენლებისგან, ბ-ნი ნიკოლა ფერიზის (სამსახურის უფროსი) და ბ-ნი ტომა ლეგუპილისგან (პროგრამის კოორდინატორი).
JPEG
კონფერენციის ფარგლებში გამართულ დისკუსიაში, ბ-ნი მენიე სიტყვით გამოვიდა გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის მექანიზმების წვლილის შესახებ 2030 წლის დღის წესრიგის განხორციელებისთვის. მან ხაზი გაუსვა გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის კონვენციის « წყალი », ისევე როგორც მისი პროტოკოლის « წყალი და ჯანმრთელობა » წვლილს 2030 წლის დღის წესრიგის განხორციელებაში, კერძოდ მდგრადი განვითარების n°6 (წყალი) და n°3 (ჯანმრთელობა) მიზნებისთვის. ელჩმა ასევე გამოყო პარიზის პაქტი წყლისა და მდინარეებში, ტბებსა და წყლის რეზერვუარებში კლიმატის ცვლილების ადაპტაციის შესახებ, რომელიც მიღებული იქნა კონფერენციაზე COP21 ლიმა-პარიზის სამოქმედო გეგმის ფარგლებში.
JPEG
მწვანე ეკონომიკის თეამზე, ელჩმა მოიხსენია საფრანგეთის მიერ გაწეული ძალისხმევა მწვანე ეკონომიკის ზრდის სფეროში, ენერგეტიკული გარდაქმნის ძირითადი ღერძის მაგალითზე, 2015 წლის აგვისტოში მწვანე ეკონომიკისთვის ენერგეტიკული გარდაქმნის შესახებ მიღებული კანონით. ბ-მა მენიემ თავისი გამოსვლა დაასრულა ცირკულარულ ეკონომიკაზე აუცილებელი გადასვლით.
JPEG
ჰაერის ხარისხი და მისი გავლენა ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოზე მინისტერიალის მეორე ძირითადი თემა იყო. ელჩმა წარმოადგინა საფრანგეთის მიერ ქვეყნის და რეგიონის მასშტაბით განხორციელებული კონკრეტული ვალდებულებები და ქმედებები, კერძოდ დამაბინძურებლების პირველადი გამოშვების ინვენტარიზაციის შემოღება, ისევე როგორც დაკვირვების მექანიზმი, რომელიც ამ ნივთიერებების კონცენტრაციის ზედამხედველობისა და პრევენციის საშუალებას იძლევა. ბ-მა მენიემ შემთხვევით ისარგებლა და ხაზი გაუსვა ჰაერის დაბინძურებასა და კლიმატის ცვლილებას შორის არსებულ მჭიდრო კავშირს ; ამასთან, მან დამსწრეებს ამცნო იმ დღეს საფრანგეთის პარლამენტის მიერ პარიზის შეთანხმების რატიფიკაცია და ასევე, პარიზში, 2016 წლის 7 და 8 ივლისს, ჯანმრთელობის საერთაშორისო ორგანიზაციის კონფერენციის გამართვის შესახებ თემაზე ჯანმრთელობა და კლიმატი.
JPEG
გარდა მწვანე ეკონომიკის შესახებ გამართული დისკუსიისა, ბ-მა მენიემ მონაწილეობა მიიღო გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის პროგრამის « გარემოსდაცვითი მიღწევების განხილვები » მე-20 წლისადმი მიძღვნილ ცერემონიაში. აღნიშნული პროგრამა მასში ჩართულ ქვეყნებს აწოდებს გარე და დამოუკიდებელ შეფასებას იმის შესახებ, თუ როგორ ატარებენ ისინი დაბინძურების შემცირების პროცედურას, მართავენ ბუნებრივ რესურსებს და თუ როგორ იცავენ ბუნებას და გარემოს.
JPEG

publie le 20/06/2016

hautdepage