კონფერენცია « ფრანგული კვლევები საქართველოს შესახებ »

7 და 8 ივნისს საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მიერ ორგანიზებული კონფერენცია « ფრანგული კვლევები საქართველოს შესახებ » საფრანგეთისა და საქართველოს სამეცნიერო წრეების მონაწილეობით.

7 და 8 ივნისს საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის ორგანიზებით და თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტსა და უნივერსიტეტ « პარი 8 »-სთან თანამშრომლობით ჩატარდა ორ დღიანი კონფერენცია თემაზე « ფრანგული კვლევები საქართველოს შესახებ », რომელმაც ფრანგ და ქართველ სტუდენტებსა და პროფესორებს მოუყარა თავი. კონფერენცია ერთობლივად გახსნეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ, ბატონმა იოსებ სალუქვაძემ და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის დირექტორმა, ბატონმა ჟან-ივ ლავუარმა. პირველ დღეს სამი ფრანგი პროფესორი წარსდგა მოხსენებით მსმენელის წინაშე : ქ-ნი სილვია სერანო თემით « რელიგია, პოლიტიკა და თვითმყოფადობა საქართველოში », ბ-ნი ანდრე ფილერი თემით « საქართველო ახალ ცივ ომში : როგორია რეალობა ? » და ბ-ნი კევინ ლიმონიე თემით « კიბერ-ურთიერთობები საქართველოსა და რუსეთს შორის ». თსუ-ს სამმა ქართველმა პროფესორმა, ალექსანდრე კუხიანიძემ, კორნელი კაკაჩიამ და ქეთევან ხუციშვილმა წარმოადგინეს საკუთარი ნამუშევრები და გაუძღვნენ დებატებს.

JPEG
მეორე დღე მთლიანად მიეძღვნა გეოპოლიტიკის ფრანგული ინსტიტუტის სტუდენტების ნაშრომების პრეზენტაციას სხვადასხვა თემაზე : « საქართველოს საზოგადოებრივი პოლიტიკა მუსულმან მოსახლეობასთან მიმართებაში », « ბათუმი : ურბანული პოსტ-საბჭოთა გამოცდილების გეოპოლიტიკური კველევა », « დაძაბულობა და ხელსაყრელი მომენტები აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ სადემარკაციო ხაზებთან » და სხვა.

JPEG
აღნიშნულმა კონფერენციამ განსხვავებულ თემებზე დისკუსია გახადა შესაძლებელი, კერძოდ გეოპოლიტიკიდან სოციოლოგიამდე, ურბანიზმისა და ეთნოლოგიის გავლით. ყოველი მოხსენების შემდეგ გაიმართა პროდუქტიული და კონსტრუქციული დებატები, რამაც ფრანგულ და ქართულ სამეცნიერო წრეებს შორის აზრთა გაცვლასა და დაახლოებას შეუწყო ხელი. აღნიშნულმა კონფერენციამ ასევე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და უნივერსიტეტ « პარი 8 »-ს შორის თანამშრომლობის ხელშეკრულების ხელმოწერის შესაძლებლობის განხილვა გახადა შესაძლებელი.

publie le 17/06/2016

hautdepage