კონფერენცია COP 21 : პარიზის შეთანხმების ხელმოწერა

2015 წლის 12 დეკემბერს მიღებული პარიზის შეთანხმების ხელმოწერის ცერემონია ნიუ-იორკში, გაეროს შტაბ-ბინაში ოფიციალურად გაიხსნა, 2016 წლის 22 აპრილს.
JPEG
ამ ისტორიულ მოვლენას გაეროს შტაბ-ბინაში 168 ქვეყნის წარმომადგენელი დაესწრო, რაც რეკორდული მაჩვენებელია. გაეროს გენერალური მდივნის, ბან კი-მუნის სურვილი იყო, რომ პარიზის შეთანხმების გახსნის ცერემონია და მისი ხელმოწერა, რომელიც 22 აპრილს « დედამინიწის დღეს » გაიმართა, ყოფილიყო შეხსენება იმისა, რომ პოლიტიკური მობილიზაცია კლიმატის ცვლილებების წინააღმდეგ საბრძოლველად უმაღლეს დონეზე უნდა გაგრძელდეს.

სამოცამდე სახელმწიფო მეთაურს შორის, რომელიც ცერემონიას ესწრებოდა, საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი პირველი იყო, ვინც ამ ისტორიულ შეთანხმებას მოაწერა ხელი. მან მსოფლიოს მოუწოდა, რომ კლიმატის შესახებ პარიზის შეთანხმება « ქმედებებით » შეესრულებინათ, რათა « გადაუდებელი ზომებისთვის » თავი გაერთვათ.

JPEG - 307.8 ko
Président Hollande à la tribune des Nations Unies/პრეზიდენტი ოლანდი გაეროს ტრიბუნასთან გამოსვლისას

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა, გიგლა აგულაშვილმა პარიზის შეთანხმებას საქართველოს სახელით მოაწერა ხელი. მან საქართველოს მიერ გარემოს დაცვითი კუთხით მიღებულ ზომებზე ისაუბრა და გამოხატა ქვეყნის მზაობა კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ მსოფლიო ბრძოლაში ჩასართავად.

PNG - 273.1 ko
Ministre Agoulachvili signe l’Accord de Paris/მინისტრი აგულაშვილი პარიზის შეთანხმებას აწერს ხელს

პარიზის შეთანხმება ხელმომწერ ქვეყნებს ავალდებულებს, ტემპერატურის მატების 1,5°C-იანი ზღვარი დაიცვან. ხელმოწერა რატიფიკაციის წინმსწრები ეტაპია. შეთანხმება ძალაში შევა 30 დღის შემდეგ მინიმუმ 55 ქვეყნის მიერ მისი რატიფიცირებიდან, რაც მთლიანობაში მსოფლიოს სათბურის არიების გამოყოფის 55% შეადგენს.

publie le 26/04/2016

hautdepage