კრეატიულობის საერთაშორისო ფესტივალი- « კანის ლომები 2016 »

კრეატიულობის საერთაშორისო ფესტივალის- « კანის ლომები 2016 » დაჯილდოების ცერემონიაზე ქართულ კომპანიას Leavingstone ბრინჯაოს ლომი ლუდი « Old Irish »-ის კრეატიული რეკლამისთვის გადაეცა. ქართული სარეკლამო სააგენტო საუკეთესოთა შორის ფესტივალის « საზოგადოებრივი ურთიერთობების » (PR) კატეგორიაში გამოარჩიეს.

ეს კომპანია Leavingstone-ის რიგით მეორე ჯილდოა, რომელიც მან კანის კრეატიულობის ფესტივალზე მოიპოვა ბოლო ორ წელიწადში. აღნიშნული ღონისძიება ყოველი წლის ივნისის თვეში სარეკლამო სფეროს წარმომადგენლებს მთელი მსოფლიოდან უყრის თავს.

JPEG

publie le 28/06/2016

hautdepage