ლევილ-სურ-ორჟის სანაპიროს გახსნა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ორგანიზებული დიასპორის დღეების ფარგლებში მტკვრის მარცხენა სანაპიროს ნაწილს ლევილ-სურ-ორჟის სახელი მიენიჭა. ოფიციალური ცერემონია 28 მაისს, თბილისში, გაიმართა.

ცერემონიას საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის წევრთა შთამომავლები, ასევე საფრანგეთის ქართული ასოციაციის წევრები ესწრებოდნენ. დამსწრეთა შორის აგრეთვე იყვნენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე, თბილისის მერი, დავით ნარმანია, საფრანგეთის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, ნატაშა ეფიმოფი, ლევილ-სურ-ორჟის მერის პირველი მოადგილე, დანეილ ესპრინი და ირენ ციციშვილი, ლევილ-სურ-ორჟის მუნიციპალური საბჭოს წევრი.

თავის გამოსვლაში ბ-მა ჯანელიძემ აღნიშნა, რომ ლევილ-სურ-ორჟის მამული ქართული სახელმწიფოებრიობისა და დიასპორის სიმბოლოს წარმოადგენს, რომლის დატვირთვაა ქართული კულტურა და სახელმწიფოებრიობა განასახიეროს არა მხოლოდ საფრანგეთში, არამედ მთელს ევროპაში.

თავის მხრივ, საფრანგეთის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა დამსწრეთ შეახსენა, რომ ლევილ-სურ-ორჟი საფრანგეთსა და საქართველოს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობების სრულყოფილების სიმბოლოს წარმოადგენს, ხოლო თბილისში ლევილის სანაპიროს არსებობა- წახალისებას, რათა გაგრძელდეს საფრანგეთსა და საქართველოს შორის პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული თუ საგანმანათლებლო ურთიერთობები, მაშინ როდესაც 2017 წელს პარიზსა და თბილისს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 25 წლის იუბილე აღინიშნება.

JPEG

publie le 12/06/2017

hautdepage