« ლე ბურჟეს გამოფენა » : მსოფლიოს უდიდესი საავიაციო გამოფენა

19-დან 25 ივნისამდე ავიაციისაა და კოსმოსის 52-ე საერთაშორისო გამოფენა გაიმართება. 1909 წელს დაარსებული გამოფენა სწრაფად იქცა პრივილეგირებული შეხვედრის ადგილად სწრაფად განვითარებადი და საუკუნეზე მეტი დროის მანძილზე სიურპრიზებით სავსე ბაზრისთვის.

აქ თავს იყრის როგორც სამოქალაქო, ასევე სამხედრო ინდუსტრია : საჰაერო ხომალდებისა და სატელიტების მშენებლობა, ძრავების მწარმოებლები და სპეციალისტები, პილოტირებასა და ავიამზიდ აღჭურვილობაში დახმარება, საჰაერო-სადესანტო შეიარაღება, შეკეთება და რემონტი, სააეროპორტო აღჭურვილობები.

ღიაა რა აგრეთვე ვიზიტორებისთვის, გამოფენა საჰაერო სამყაროს ხილვის საშუალებას იძლევა ფრენების მრავალი დემონსტრირებით, ზოგიერთი თვითმფრინავისა და ვერტმფრენის დათვალიერებით და ტრენინგების სპეციალისტებთან შეხვედრით.

2015 წელს, « ლე ბურჟე »-ს 351 584 ადამიანი ეწვია, რაც 11,4%-ით მეტია ვიდრე 2013 წელს, ხოლო გამოფენის ხუთმა პავილიონმა, რომელიც ჯამში 122 000მ²-ზე იყო გაშლილი, 2 303 მონაწილე მიიღო. გავრცელებული ინფორმაციით, ერთი კვირის განმავლობაში 130 მილიარდი დოლარის შეკვეთა განხორციელდა.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ : https://www.siae.fr/
JPEG

publie le 18/04/2017

hautdepage