“ლუვრის კალკოგრაფია” - კლასიკური მემკვიდრეობა თანამედროვე ხელოვანთა ინტერპრეტაციით

საფრანგეთის საელჩო საქართველოში,
თბილისის ალექსანდრე დიუმას სახელობის ფრანგული კულტურის ცენტრი
და
თბილისის მუზეუმი ქარვასლა
წარმოგიდგენთ გამოფენას

“ლუვრის კალკოგრაფია” - კლასიკური მემკვიდრეობა თანამედროვე ხელოვანთა ინტერპრეტაციით
JPEG
პარასკევს 2005 წლის 2 დეკემბრიდან, გახსნა 17 სთ-ზე მუზეუმ ქარვასლაში

გამოფენა შექმნა ფრანგულმა ასოციაციამ ხელოვნების დარგში (AFAA) ლუვრისა და ფოტოსააგენტო "crédits photographiques: RMN"-ის მონაწილეობით და წარმოდგენილ იქნა 2003 წელს ლუვრში.

იგი გვთავაზობს ლუვრის 35 გრავიურას, გუშინ (მელანი, დობინი, ნეგრი) და დღეს (დიუფი, ბურჟუა, ალეშინსკი) რომელიც ეხმიანება ან უპირისპირდება გამოფენის უმთავრეს თემებს, ადამიანის სხეული, პეიზაჟი და მითოლოგია. გრავიურა გადმოცემული გამოცდილებისა და ახლის შექმნის ფონზე.
JPEG
“ლუვრის კალკოგრაფიის” კოლექცია საფრანგეთის რევოლუციის დროს დაარსდა, თავდაპირველად, მე-18 საუკუნიდან მოყოლებული, სპილენძის ფირფიტებს ლუვრის შედევრების რეპროდუქციისათვის იყენებდნენ, მისგან ასლებს ამზადებდნენ. არსებული ტრადიცია შემოინახა და დღესაც საფრანგეთის სახელმწიფო შეკვეთებს აძლევს გრავიურის სპეციალისტებს. დღესდღეობით, მხოლოდ ახალი ნაწარმოებები იქმნება.
JPEG

გამოქვეყნებულია 02/01/2006

გვერდის დასაწყისი