მარი ბროსეს მოსწავლეებისთვის დიპლომების გადაცემის ცერემონია

საქართველოში საფრანგეთის ელჩმა, ბატონმა პასკალ მენიემ მონაწილეობა მიიღო თბილისის მარი ბროსეს სკოლის მოსწავლეებისთვის კოლეჯის დამამთავრებელი დიპლომების (DNB) გადაცემის საზეიმო ცერემონიაში, რომელიც გაიმართა ოთხშაბათს, 24 იანვარს.

აღსანიშავია, რომ გამოცდაზე გასულმა უკლებლივ ყველა მოსწავლემ აიღო წარჩინების დიპლომი, რაც მოწმობს პედაგოგთა და მოსწავლეთა ერთობლივი ძალისხმევის წარმატებას.

საფრანგეთის ელჩმა მოსწავლეებს დიპლომები გადასცა ცერემონიაზე, რომელსაც ესწრებოდნენ ბ-ნი ჟან-ივ ლავუარი, საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის დირექტორი, ბ-ნი ვაჟა ცხოვრებაშვილი, მარი ბროსეს სკოლის დირექტორი, მოწვეული მშობლები და პედაგოგები.

საზეიმო ნაწილის დასრულების შემდეგ, სკოლა გაუმასპინძლდა სტუმრებს და შეხვედრა გაგრძელდა არაფორმალურ ფორმატში.

ბ-ნი პასკალ მენიე სტუმრად მარი ბროსეს სახელობის სკოლაში
ბ-ნი პასკალ მენიე სტუმრად მარი ბროსეს სახელობის სკოლაში
საფრანგეთის საელჩო საქართველოში
ბ-ნი პასკალ მენიე სტუმრად მარი ბროსეს სახელობის სკოლაში
ბ-ნი პასკალ მენიე სტუმრად მარი ბროსეს სახელობის სკოლაში
საფრანგეთის საელჩო საქართველოში
დიპლომების გადაცემის ცერემონია
დიპლომების გადაცემის ცერემონია
საფრანგეთის საელჩო საქართველოში
დიპლომების გადაცემის ცერემონია
დიპლომების გადაცემის ცერემონია
საფრანგეთის საელჩო საქართველოში

გამოქვეყნებულია 11/06/2018

გვერდის დასაწყისი