მარტის თვეში ავღნიშნოთ ფრანკოფონია თბილისში !

JPEG

მომავალი წლის ნოემბრის თვეში, პირველად, ფანკოფონიის მე- XI სამიტი გაიმართება აღმოსავლეთ ევროპის ქვეყანაში, ქალაქ ბუქარესტში, რაც იმას მოწმობს, რომ ფრანკოფონიამ ღრმად გაიდგა ფესვები აღმოსავლეთ ევროპაშიც.

2004 წელს, საქართველო ფრანკოფონიის საერთაშორისო ორგანიზაციის წევრი-დამკვირვებელი გახდა. ეს ორგანიზაცია კულტურული და ენობრივი განსხვავებების გავრცელებას ისახავს მიზნად. სიხარულით აღვნიშნავთ, რომ ფრანკოფონიის დღესასწაულს თბილისში, ყოველ წელიწადს, უფრო და უფრო მეტი მონაწილე ჰყავს, ფრანგული ენის ცოდნა ბევრი ახალგაზრდა ქართველის პროფესიულ განვითარებაში დადებით ნიშნად აღიქმება : საშუალო და უმაღლესი განათლების ორენოვანი ფილიალები (ინფორმატიკის, სპეციალიზებული უცხო ენების შემსწავლელი) გაცილებით მეტ ახალგაზრდას იზიდავს და ა. დიუმას სახელობის ფრანგული კულტურის ცენტრის ენის კურსებიც უფრო და უფრო მეტი წარმატებით სარგებლობს. მით უკეთესი !

თბილისში ჩატარებული ფრანკოფონიის კვირეულები საუკეთესო საშუალებაა წინა პლანზე წარმოჩინდეს ფრანგული ენის სიმდიდრე და გამოვლინდეს ფრანგულენოვანი კულტურების მრავალფეროვნება, რომლებშიც წელს განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა შვეიცარიისა და სენეგალის კულტურებს. თქვენ კი ისღა დაგრჩენიათ ამით ისარგებლოთ !

2006 წლის ფრანკოფონიის დღეების მთავარი თემა არის კინო. პროგრამაშია :
JPEG

1. 20 მარტს, ფრანკოფონიის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, კინოთეატრ რუსთაველში, საფრანგეთისა და რუმინეთის ელჩების მეთაურობით, გაიმართება შვეიცარიელი რეჟისორის, ბენუა ჟაკოს ფილმის « დროებით » ჩვენება და ფრანკოფონიის დღეების ფარგლებში ჩატარებული 3 კონკურსის დაჯილდოების ცერემონია. კინოს თემაზე გამართულ კონკურსში მონაწილე მოსწავლეები, სტუდენტები და მასწავლებლები დაჯილდოვდებიან საგზურებით საფრანგეთში. მთავარი პრიზი მომავალი კანის ფესტივალზე დასასწრები საგზურია.
JPEG

2. 16-დან 27 მარტის ჩათვლით კინოს სახლში გაიმართება ფილმების ციკლის « ქალბატონებო, მე თქვენ მიყვარხართ ! » ჩვენება, 20 საათზე, ქართულ ენაზე თარგმანით. ამ ციკლში შეხვდებით კატრინ დენევს, იზაბელ იუპერს, ჯულიეტ ბინოშსა და სხვა ცნობილ ფრანგ მსახიობ ქალს.
JPEG

3. ხუთშაბათობით, ფრანგული კულტურის ცენტრში, 18:30 საათზე ნაჩვენები იქნება სხვადასხვა ქვეყნის ფრანგულენოვანი ფილმები : ვიეტნამი, ჩინეთი, ბელგია...

4. მარტის თვის განმავლობაში ნახეთ გამოფენა « კინო აფიშებზე ! », ფრანგული კულტურის ცენტრში
JPEG

5. შაბათობით, 17:30 საათზე, მედიათეკაში « მუსიკა ფილმებიდან »

6. « სინებუსი » ფრანგული კულტურის ცენტრიდან თბილისის სკოლებში, 17 თებერვლიდან 27 მარტამდე.

და კიდევ...

1. გამოჩენილი შვეიცარიელი მწერლის, შარლ-ფერდინანდ რამიუზის პატივსაცემად გამართული საღამო, კინოს სახლში, შაბათს, 25 მარტს, 17 საათზე : « ჯარისკაცის ამბავი », ფრანგული კულტურის ცენტრში თეატრალური სახელოსნოს შესრულებით და კლოდ გორეტას ფილმი « განდევნილი ჟან-ლიუკი » (1966)

2. კონფერენცია “ლიტერატურა და კინო” სახელმწიფო უნივერსიტეტში 24 მარტს 15 სთ-ზე

3. გამოფენა : « ლეოპოლდ სედარ სენგორი, ლომის ხახა და ბრძენის ღიმილი », ეძღვნება ფრანკოფონიის ერთ-ერთ მამამთავარს, სენეგალის პრეზიდენტსა და პოეტს, ლეოპოლდ სედარ სენგორს. გამოფენა გაიმართება ა. დიუმას სახ. ფრანგული კულტურის ცენტრში.
JPEG

4. შვეიცარიული წიგნები საჩუქრად მედიათეკას შვეიცარიის საელჩოსაგან, გამოიფინება 27 მარტიდან.

5. სახელოსნო-მოზაიკა « დამიხატე მშვიდობა », ფრანგული კულტურის ცენტრში, 22 მარტს, 14 საათზე, 7-11 წლის ასაკის ბავშვებისათვის.

6. « ახალი ნათლიები », ფრანგული სპექტაკლი, 21, 22 მარტს 19 სთ-ზე « ათონელის » თეატრში; რეჟისორი ჯამელ მაჰმუდი.

7. « ფრანკოფონიის ღამე », ღამის კლუბ « Two side »-ში ფრანგ DJ , შარბისთან ერთად, 25 მარტს, 21 საათიდან.

ფრანკოფონიის თვის პარტნიორები არიან : საფრანგეთის საელჩო საქართველოში, ა. დიუმას სახ. ფრანგული კულტურის ცენტრი, შვეიცარიის საელჩო საქართველოში, ფონდი " Pro Helvetia ”, რუმინეთის საელჩო საქართველოში, ფრანგული ტურისტული სააგენტო CGTT, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს ფრანგული ენის შემსწავლელი უნივერსიტეტები და სკოლები, კინოთეატრი « რუსთაველი », « კინოს სახლი », ღამის კლუბი « Two Side ».

- ზემოაღნიშნული ღონისძიებების გაშუქების მსურველ ჟურნალისტებს ვთხოვთ, დაუკავშირდნენ საფრანგეთის საელჩოს კულტურის განყოფილებას : 98 78 23, სადაც მათ გადასცემენ შესაბამის მოსაწვევებს !

გამოქვეყნებულია 10/04/2006

გვერდის დასაწყისი