მედიათეკის მოდერნიზაცია

ძვირფასო მეგობრებო და მკითხველებო,
სიამოვნებით გაცნობებთ, რომ ძალიან მალე საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკა მნიშვნელოვან მოდერნიზაციას განიცდის. ამისათვის მედიათეკა დაიკეტება სამი თვის განმავლობაში ზაფხულში.

საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკის მოდერნიზაციის ძირითადი მიზანია მისი გარდაქმნა სივრცედ, რომელიც მტკიცედ ორიენტირებულია თანამედროვე სამყაროსკენ. ეს გამოიხატება ინტერიერის მოწყობაში, რომელიც მკითხველის მისაღებად და ანიმაციების ჩასატარებლად უკეთ ადაპტირებული გახდება, განახლებულ დიზაინში და ციფრული წიგნის გამოყენებისა და გავრცელებისთვის შესაბამისი აღჭურვილობის შეძენაში.

სარემონტო სამუშაოებისთვის მედიათეკა დაიკეტება 2016 წლის 1 ივნისს და გაიღება სამშაბათს, 13 სექტემბერს 12 სთ-ზე.

ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკა გუდიაშვილის ქ., 7 საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა | 10სთ +995 32 2 92 33 04 mediatheque@institutfrancais.ge

JPEG

publie le 25/05/2016

hautdepage