კავკასიის ფრანგულ სკოლაში ისტორიისადმი მიძღვნილი კაბინეტი გაიხსნა [fr]

პირველი მსოფლიო ომის დამთავრების და საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის გამოცხადების ასი წლისთავისადმი მიძღვნილი კაბინეტის ინაუგურაცია.

29 მაისს საფრანგეთის ელჩმა საქართველოში, ბ-ნმა პასკალ მენიემ კავკასიის ფრანგულ სკოლაში გახსნა პირველი მსოფლიო ომის დამთავრებისა და საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის გამოცხადების ასი წლისთავისადმი მიძღვნილი მემორიალური კაბინეტი. პირველი მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ შექმნილი საქართველოს პირველი დამოუკიდებელი რესპუბლიკის ასი წლისთავის აღნიშვნისას იკვეთება ჩვენი ორი ქვეყნის ისტორია.

ისტორიის მასწავლებლის, ქ-ნ ნინო ლაშხისა და ისტორია-გეოგრაფიის მასწავლებლის, ქ-ნ იზაბელ ურტიჟეს ინიციატივით, პროექტში მონაწილეობა მიიღეს მე-9 და მე-10 კლასელებმა. აღნიშნული პროექტის მიზანი იყო ლაბორატორიის შექმნა, სადაც შესაძლებელი იქნება ისტორიული დოკუმენტური ფილმების გადაღება. ეს პროექტი დააფინანსა პირველი მსოფლიო ომის დასრულების ასი წლისთავის მისიამ, რომელიც საფრანგეთის მთავრობის მიერ ამ თარიღის აღსანიშნავად შეიქმნა. ინაუგურაციაზე მოსწავლეებმა წარმოადგინეს თავიანთი გადაღებული დოკუმენტური ფილმი საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკისა და პირველი მსოფლიო ომის შესახებ, ასევე ამ თემებზე შექმნილი ახალი აფიშები.

გამოქვეყნებულია 05/06/2019

გვერდის დასაწყისი