მესამე სასწავლო სტაჟირება სამთო ჯარისათვის საქართველოში

2007 წლის ორშაბათს, 13 აგვისტოს ოთხი საფრანგეთის სამთო ჯარის წარმომადგენელი ჩამოვიდა საჩხერეს სამთო მომზადების ცენტრში. შენაერთის უფროსია კაპიტანი ფრანსის ბიდო, შამბერის 13-ე სამთო ჯარის მთის ოფიცერი, რომელიც საქართველოში მესამედ ჩამოდის ამ სასწავლო ამოცანის ფარგლებში.

მას თან ახლავს მაჟორი ჟან-ლუკ შმიტი, ქალაქ გაპის სამთო ჯარის 4-ე ბატალიონიდან (საქართველოში მეორედ ჩამოდის), უფროსი ადჟუდანი ერიკ გილორი, შამბერის სამთო ჯარის 13-ე ბატალიონიდან და ადჟუდანი ფრანკ დევილერი ბრიანსონის სამთო გაკაჟების ეროვნული ცენტრიდან.

ფრანგმა სამხედროებმა უნდა მოაწყონ და წარმართონ, 5 კვირის განმავლობაში, ტექნიკური სწავლება საჩხერეს სამთო მომზადების ცენტრის სამთო ჯარების მომავალი ქართველი ინსტრუქტორებისათვის. აღნიშნული ამოცანა შედის სასწავლო გეგმაში, რომელიც გრძელდება 3 წელი, 2006 წლიდან 2008 წლამდე, და რომელიც ითვალისწინებს 3 სტაჟირებას ზაფხულში და 3 - ზამთრში.

სტაჟირებისათვის ადაპტაციისა და მომზადების ფაზის შემდეგ, ფრანგები დაიწყებენ უშუალოდ მეორე საზაფხულო სწავლების განხორციელებას მთაში, რაც მიზნად ისახავს შეასწავლონ ქართველებს სამთო ზონაში ძალიან სპეციფიკური ცხოვრებისა და გადაადგილების პირობები. სტაჟირების განმავლობაში განსაკუთრებულად აქცენტირებული იქნება პირადი შემადგენლობის უსაფრთხოება.

საფრანგეთის სამთო ჯარის წარმომადგენლები საქართველოს მიწაზე დარჩებიან 2007 წლის 17 სექტემბრამდე.

JPEG

publie le 13/08/2007

hautdepage