მიზანი : მდგრადი განვითარება

საფრანგეთში და მთელს მსოფლიოში, განვითარებისა და სოლიდარობის პოლიტიკის განხორციელებით საფრანგეთს აღებული აქვს ვალდებულება 2030 წლისათვის მდგრადი განვითარების 17 მიზანი შეასრულოს.

PNG

მდგრადი განვითარების 17 მიზანი წარმოადგენს მდგრადი განვითარების უნივერსალურ საგზაო რუკას 2030 წლისათვის, რომელიც საერთაშორისო თანამეგობრობამ 2015 წელს მიიღო.

საფრანგეთის პოლიტიკა 5 ძირითად ღერძს უკავშირდება :

  • პლანეტა : პლანეტის დეგრადაციის წინააღმდეგ ბრძოლა
  • მოსახლეობა : სიღარიბისა და შიმშილის აღმოფხვრა, რათა მოსახლეობის უდიდესმმა ნაწილმა ღირსეულ და თანასწორ პირობებში იცხოვროს
  • კეთილდღეობა : ეკონომიკური, სოციალური და ტექნოლოგიური განვითარების გარემოს დაცვასთან შეთავსება
  • მშვიდობა : მშვიდობისა და სამართლიანობის ხელშეწყობა
  • პარტნიორობა : მსოფლიო პარტნიორობის დაარსება მდგრადი განვითარების მიზნით

იხილეთ საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდი : როგორ ასრულებს საფრანგეთი მდგრადი განვითარების 17 ამოცანას ?

მწვანე საელჩოები

საფრანგეთის დიპლომატირური წარმომადგენლობები სამაგალითოდ ჩაებნენ მდგრადი განვითარების საქმეში პროექტის « მწვანე საელჩოები » სახით. 2015 წელს დაწყებული ეს პროექტი წარმოადგენს საზღვარგარეთ ფრანგული დიპლომატირუი წარმომადგენლობების გარემოზე ზემოქმედების გლობალური და პროგრესული შემცირების გზას.

PNG

მდგრადი განვითარების 17 მიზნისადმი მიძღვნილი კვირეული

“მდგრადი განვითარების ევროპული კვირა”, რომელიც ყოველი წლის 30 მაისიდან 5 ივნისამდე იმართება, მიზნად ისახავს სხვა და სხვა სახის კონკრეტული, ინდივიდუალური და კოლექტიური მობილიზაციის ფორმების ხელშეწყობას მდგრადი განვითარებისა და მისი გამოწვევების პოპულარიზაციის მიზნით.

2017 წლის კვირეული მიეძღვნა 2015 წელს მიღებული მდგრადი განვითარების 17 მიზნის გაცნობას. 2016 წელს აღნიშნულ ღონისძიებაში 300 000-ზე მეტმა მოქალაქემ მიიღო მონაწილეობა ევროკავშირის წევრი და არაწევრი 38 ქვეყნიდან 4 146 ინიციატივით, ქმედებითა და ღონისძიებით, რომელთაგან 1 661 საფრანგეთში გაიმართა!

publie le 21/06/2017

hautdepage