მისალოცი წერილი [fr]

მილოცვა, რომელიც მის აღმატებულება ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს, საქართველოს პრეზიდენტს გამოუგზავნა ბატონმა ემანუელ მაკრონმა, საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა საქართველოს ეროვნულ დღესასწაულთან დაკავშირებით.

"ქალბატონო პრეზიდენტო,

საქართველოს ეროვნულ დღესასწაულთან დაკავშირებით, სიამოვნებით გადმოგცემთ ჩემს გულთბილ მილოცვას ქართველ ხალხს და თქვენ, და ბედნიერებას და კეთილდღეობას გისურვებთ.

ხშირად რთულ რეგიონულ კონტექსტსა და პოლიტიკურ ვითარებაში, დამოუკიდებელმა საქართველომ შეძლო, დროის მოკლე პერიოდში გამხდარიყო დემოკრატიული ქვეყანა, რომელსაც პატივს სცემენ. ეჭვი არ მეპარება, რომ ის შეძლებს, შემდგომ წლებში გააგრძელოს მნიშვნელოვანი ძალისხმევის გაღება მშვიდობისთვის, სტაბილურობისა და განვითარებისთვის, და ამავდროულად, გააგრძელებს კანონის უზენესობის განმტკიცებასა და თავისი დემოკრატიული კულტურის გამყარებას. დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ ამაში თქვენს ქვეყანას შეუძლია, საფრანგეთის მხარდაჭერის იმედი ჰქონდეს.

საფრანგეთმა და საქართველომ განავითარეს განსაკუთრებული, ისტორიულ ფესვებზე დამყარებული კავშირი, რომელიც დაფუძნებულია ჩვენ ორ ქვეყანას შორის არსებულ ნდობასა და მეგობრობაზე და რომელიც, დღეს, თვით თქვენს მიერ გამოვლილი გზით განსახიერდება. ეს ძალიან მახარებს და დარწმუნებული ვარ, რომ ამილახვრის სახელობის სტრუქტურული დიალოგი, რომელიც ჩვენ, გასულ თებერვალს, პარიზში თქვენი ვიზიტისას დავაფუძნეთ, საშუალებას მოგვცემს, ჩვენი ურთიერთობების განვითარების დიდი პოტენციალი ყველა სფეროში გამოვიყენოთ.

გთხოვთ, მიიღოთ, ქალბატონო პრეზიდენტო, ჩემი უღრმესი პატივისცემა.

ემანუელ მაკრონი"

გამოქვეყნებულია 28/06/2019

გვერდის დასაწყისი